როგორ აჯობა ბერლინმა ბერლინალეს
ყველაფერი ერთი მარტივი წერილით დაიწყო. დეკემბერში, მეილის შემოწმების დროს დავინახე, რომ ბერლინის კინოფესტივალიდან მივიღე შეტყობინება. ეწერა, რომ თებერვალში სულით და გულით მელოდებოდნენ. მეც მეტი რა მინდოდა?! მადლობის წერილი გავგზავნე და დავიწყე მზადება ჩემი ზამთრის თავგადასავლისთვის.
ჩემი ბრაუზერის ისტორია რომ შეამოწმოთ, ნახავთ რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში, ყველაფერი, რასაც ვეძებდი ბერლინს და კინოფესტივალს უკავშირდებოდა. მაინტერესებდა ვინ ჩამოდიოდა, რა ფილმები იქნებოდა, სად მეჭამა, სად არ მეჭამა, რა უნდა მენახა და რა არ უნდა მენახა. ინფორმაცია ვკითხე ყველა მეგობარს, ვინც ვიცოდი, რომ ბერლინში ნამყოფი იყო, მათი რჩევები ძალიან დამახმარა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ვერავის თავგადასავალს ვერ გაიმეორებ, ყველას თავისი ბერლინი აქვს.
ჩასვლისთანავე კინოფესტივალზე კონცენტრირება რთული აღმოჩნდა. ქალაქთან შესაგუებლად რამდენიმე დღე დამჭირდა, თუმცა მიზანდასახულობამ გაამართლა და ახლა ბერლინის გზები ლუკენვალდერიდან რაიხსტაგამდე ზეპირად ვიცი.
ამბობენ, თუ ბერლინის მეტროში ერთხელ მაინც არ დაიკარგულხართ, ნამდვილი ბერლინი არ გინახავთო. თუ ეს მართალია, ამ ქალაქს აქაურებზე კარგად ვიცნობ, რადგან, ერთ დღეში 40-ჯერ მაინც მოვახერხე დაკარგვა. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მინერვიულია. მზის სინათლე ასე ძალიან რომ არ მჭირდებოდეს, სიამოვნებით ვიქნებოდი რომელიმე მეტროსადგურის მობინადრე.
მეგობრების გაფრთხილება -18 გრადუსიან ყინვაზე მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა. წელიწადის დროის გათვალისწინებით, მშვენიერი ამინდი დამხვდა.
ბერლინალეს დაწყებამდე ერთი დღე მქონდა და გადავწყვიტე, ამ ერთ დღეში ქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობა მენახა. საბოლოოდ, ფეხით იმხელა მანძილი გავიარე, რამხელაც დაახლოებით თბილისი-რუსთავის გზაა.
აქვე მინდა დავამატო, რომ თავში ჩაბეჭდილი ფრაზა, თითქოს გერმანელები ცივი ხალხი არიან, სიმართლეს აცდენილი აღმოჩნდა. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ სიტუაციაში ყველა ბერლინელი მზად არის, დახმარების ხელი გამოგიწოდოს და სწორი გზა მიგასწავლოს. მეტიც, საკუთარი გზიდან მობრუნდება და დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანს.
შეიძლება ბევრისთვის წარმოუდგენელი იყოს, თუმცა სამ დღეში ბერლინი ისე შემიყვარდა, თითქოს მშობლიური ქალაქი ყოფილიყოს. ამაში დიდი წვლილი ბერლინელებს მიუძღვით. არც ერთი ბერლინელი არ ჰგავს მეორეს: თითქოს ფილმის პერსონაჟები არიან და რამდენიმეწამიანი შეხვედრითაც კი ახერხებენ, საკუთარი ისტორია მოგითხრონ.
ამასობაში თითქმის გადამავიწყდა, საერთოდ რისთვის ჩამოვედი გერმანიის დედაქალაქში. სანამ უშუალოდ ფილმებზე გადავალ, ერთი-ორი სიტყვა ჟიურის შესახებაც უნდა ითქვას. ფესტივალის გადაწყვეტილებით, წლევანდელი ჟიურის თავმჯდომარე ფრანგი მსახიობი ჟულიეტ ბინოშია, რომელიც ცხოვრებაში როგორია, არ ვიცი, თუმცა პრესკონფერენციაზე ძირითადად მოკლე და არც თუ ისე საინტერესო პასუხებს სცემდა კითხვებს.
წლევანდელი ბერლინის კინოფესტივალი შეიძლება ითქვას, რომ ერთი ფაქტორის გამო განსაკუთრებულიც კი არის, 69-წლიანი ისტორიის განმავლობაში ბერლინალეზე 2019 წელს ქალი რეჟისორების ყველაზე მეტი ფილმია წარმოდგენილი სხვადასხვა სექციაში (დაახლოებით 100-ზე მეტი). ამ თემას Film Of MoMA-ს კურატორიც გამოეხმაურა და სიამაყით აღნიშნა, რომ კინოფესტივალების მომავალი ქალებისაა (პრესკონფერენციის დროს მას ანალოგიური ფრაზა მაისურზეც ეწერა).
გამომდინარე იქიდან, რომ ბერლინალე მომდევნო წლიდან კანის, ვენეციის, სანდენსისა და სხვა მასშტაბური კინოფესტივალების მსგავსად 2020X5050 მანიფესტს შეუერთდა, რაც იმას გულისხმობს, რომ 2020 წლიდან ხელმომწერ ფესტივალებზე, მთავარ სექციებში წარმოდგენილ ფილმებში თანაბარი რაოდენობით იქნება ქალი და კაცი რეჟისორების ფილმები, პრესკონფერენციაზე ქალთა უფლებებზე არაერთი კითხვა დაისვა. მათ შორის ერთ-ერთი კი წამყვანი გამოცემების ყურადღების ქვეშ მოექცა: ჟურნალისტმა ჟიურის პრეზიდენტს, ჟულიეტ ბინოშს ჰარვი ვაინშტაინთან თანამშრომლობაზე ჰკითხა.
ბინოშმა ვაინშტაინს "ძალიან კარგი პროდიუსერი" უწოდა და თქვა, რომ ის ჩადენილი დანაშაულისთვის საკმარისად დაისაჯა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საქმე სამართლებრივად აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
ნეტფლიქსისა და "ნამდვილი კინოს" დაპირისპირებას აქაც ვერ ავცდით. დიახ, თანამედროვე სამყაროში ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ ნეტფლიქსმა კინო მოკლა და სატელევიზიო ესთეტიკას გზა გაუხსნა დიდი ეკრანისკენ. რატომ არის ეს გულდასაწყვეტი ამბავი, ნეტფლიქსის ყველა მომხმარებლისთვის (და სხვებისთვისაც) გაუგებარია. ბოლოს და ბოლოს, გაგვიმართლა და ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ გვინდა ნეტფლიქსის ყურებით გავერთობით, გვინდა მარველის, გვინდა გოდარის და გვინდა - სამივესი ერთად. რეალურად, ერთადერთი, რამაც შეიძლება კინოს სიცოცხლე მოუსწრაფოს, არა ნეტფლიქსი, არამედ ის ხალხია, ვისაც კინოხელოვნება ასეთი სუსტი ჰგონია.
აღმოჩნდა, რომ ბერლინალეს ჟიურის წევრები (ყოველ შემთხვევაში, ვინც კომენტარი გააკეთა) ანალოგიურად ფიქრობენ და ნეტფლიქსისთვის "კინოს მკვლელის" დაძახება არასერიოზულად მიაჩნიათ.
ნეტფლიქსის მოძულეების აქცია გაიმართა ბერლინის ერთ-ერთი მთავარი კინოთეატრის წინაც.
თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ აქციის მონაწილეთა მთავარი განრისხების მიზეზი არა ერთი კონკრეტული სტრიმინგ სერვისი, არამედ გერმანულ კინოთეატრებში ძალიან ძვირიანი ბილეთები ყოფილა. ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რამაც ეს ადამიანები ქუჩაში გამოიყვანა, კინოს თანამშრომლებისთვის საათობრივი ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნაა. აღმოჩნდა, რომ 2015 წლიდან მოყოლებული ბერლინის კინოთეატრებში მინიმალური ანაზღაურება საათში 9 ევროა, მომიტინგეები კი 12 ევროს ითხოვენ.
აქ პაუზას დავტოვებ იმაზე დასაფიქრებლად, თბილისის კინოთეატრების თანამშრომლები რა კომენტარს გააკეთებდნენ ამ საკითხზე.
რაც შეეხება ფილმებს: დღის განმავლობაში უამრავი სეანსია, რაც თავიდან იმდენად გაბნევს, რომ შესაძლოა არჩევანი ვერც კი გააკეთო, თუმცა, ფილმების უმრავლესობა შორიდან, პროგრამაში დაწერილი უფრო საინტერესოდ გამოიყურებოდა, ვიდრე ეკრანზე ნახვის შემდეგ.
პირველი ფილმი, რომელიც ბერლინალე 2019-ის ფარგლებში ვნახე,The Kindness of Strangers იყო. ფილმის მთავარი პრობლემა სცენარი და რეჟისურაა, რომლის წყალობითაც, მსახიობების კარგი თამაშის მიუხედავად, ფილმი რიგით მელოდრამად დარჩება.
ამ ფილმში ყველა მარტოსული და დაკარგულია. სჭირდებათ დახმარება ან დიდი სამსჯავროს მოლოდინში არიან. ეს არის ამბავი ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანებზე, რომლებიც საბოლოოდ ერთი დიდი პაზლის ნაწილი ხდებიან და დასასრულს ლამაზი მოზაიკასავით კრავენ ისტორიას.
სიუჟეტი ნიუ-იორკში იწყება, სადაც მთავარი პერსონაჟი მოძალადე ქმრისგან გარბის. ამასობაში, ქალაქის მეორე ნაწილში ფერიასავით კეთილი ექთანი ცდილობს, ყველა პაციენტს სათანადო დახმარება გაუწიოს, მის მეზობელ უბანში კი რუსულ რესტორანში დიდი სუფრაა გაშლილი და ახალ გარიგებებს ეწერება ხელი.
ფილმში მომხდარ ამბებს არ დაგისპოილერებთ, უბრალოდ გეტყვით, რომ რაც უნდა გასაკვირი იყოს, რუსული რესტორანი მთელი ამერიკის მასშტაბით ყველაზე კეთილშობილი დაწესებულება აღმოჩნდა.
არ ვიცი, ფილმმა ჟიურიზე როგორი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ერთხელ საყურებლად ნამდვილად ღირს. თუმცა გაგაფრთხილებთ და გეტყვით - ფინალზე ნუ გაბრაზდებით.
ძალიან რთულ თემას შეეხო ფრანსუა ოზონი თავის ახალ ფილმში By the Grace of God და ბერლინის კინოფესტივალზე ამჯერად პედოფილიის თემაზე შექმნილი სურათით ჩამოვიდა.
ოზონის ახალი ფილმი ერთი წინადადებით რომ აღვწეროთ, ეს არის 2016 წლის ოსკარის მფლობელი Spotlight-ის ფრანგული ვერსია. ოღონდ, უფრო გაწელილი და ხანდახან იმდენად დამღლელი, რომ რამდენჯერმე დარბაზიდან გასვლაზეც კი დაფიქრდება ადამიანი, თუმცა რეჟისორი მაინც ახერხებს და ისე გითრევს, რომ რჩები.
ოზონის ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება. ამჟამად საფრანგეთის სასამართლოში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ლიონის კარდინალის, ფილიპ ბარბარენის მიერ 1980 - 90-იან წლებში სასულიერო პირების ბავშვებზე სექსუალური ძალადობის დამალვას ეხება.
ამ საქმის წარმოება სასამართლომ ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, თუმცა საქმეს დასასრული ჯერ არ უჩანს.
მიუხედავად ბევრი ზედმეტი სცენისა, არჩევანი რომ მქონდეს, ამ ფილმს ისევ ვნახავდი და იგივეს გირჩევდით თქვენც.
რაც შეეხება შაბათ დღეს, 9 თებერვალს რამდენიმე ფილმი მაქვს მონიშნული. სეანსიდან სეანსამდე და მისი დასრულების შემდეგ კი კვლავ ბერლინში ვიხეტიალებ.
ჯერ კიდევ ბევრ ადგილას ვარ დასაკარგი.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
კომენტარები