საპენსიო დანაზოგებს სარგებელი მინიმუმ 2 თვე ვერ დაერიცხება
საინვესტიციო საბჭო, რომელმაც საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხების ინვესტირება უნდა მოახდინოს, ამ დრომდე არ დაკომპლექტებულა. საპენსიო სააგენტოში მობილიზებული 41 მლნ ლარი ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზეა განთავსებული და სარგებელი არ ერიცხება. ამ თანხის განკარგვის უფლება კანონმდებლობით საპენსიო სააგენტოს არ აქვს და მხოლოდ საინვესტიციო საბჭოს უფლებამოსილებაა.
საპენსიო სააგენტოს პრესცენტრში On.ge-ს განუცხადეს, რომ საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტება დაგვიანებული პროცესი არ არის და ზომიერად მიმდინარეობს. მათივე განმარტებით, ნომინალურ ანგარიშებზე შეგროვებული თანხა დივერსიფიცირებული პაკეტების შექმნისთვის ჯერ საკმარისი არ არის და ამიტომ, საბჭოს წინმსწრებად დაკომპლექტების საჭიროება არ არსებობდა.
"საინვესტიციო საბჭო უნდა დაკომპლექტდეს მაღალკვალიფიციური და დიდი ბექგრაუნდის მქონე პირებით. მიგვაჩნია, რომ წინმსწრებით ასეთი ხარჯის გაწევა არამიზნობრივი იქნებოდა. შესაბამისად, საპენსიო სააგენტო ახორციელებს ყველა იმ რეგულაციას, რაც კანონშია გაწერილი და მიზნობრივად ხარჯავს ყველა ლარს, რომელიც მასზეა მინდობილი. მას შემდეგ, რაც თანხა დივერსიფიცირებული პაკეტებისთვის აუცილებელ მინიმუმს მიაღწევს საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებული იქნება", — განმარტავენ საპენსიო სააგენტოში.
სააგენტოში აცხადებენ, რომ საშუალოდ 2 თვეში დაკომპლექტდება საინვესტიციო საბჭო და შეგროვდება დივერსიფიცირებული პაკეტებისთვის საჭირო თანხებიც. დაწყებულია მუშაობა იმ საკონკურსო საბჭოს დაკომპლექტებაზე, რომელმაც საინვესტიციო საბჭოს წევრები უნდა შეარჩიოს.
საპენსიო სააგენტოს ცნობით, მათ მიმართეს ეროვნულ ბანკს, რომ ნომინალური მფლობელის ანგარიშზე განთავსებული თანხა გადაიტანონ ნომინალურ პროცენტიან ანგარიშზე იქამდე, სანამ საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტდება და აკუმულირებული თანხების მართვის პოლიტიკას შეიმუშავებს.
ეროვნულ ბანკში On.ge-ს განუცხადეს, რომ პასუხი საპენსიო სააგენტოს უკვე გაეგზავნა და წერილის შინაარსს ადრესატის ნაცვლად ვერ გაასაჯაროვებენ.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ სააგენტო bm.ge-ს განუცხადა, რომ საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებას 2-3 თვე დასჭირდება, მაგრამ უშუალოდ დანაზოგების ინვესტირება, შესაძლოა, წლის მეორე ნახევრამდე ვერ დაიწყოს.
"ჩვენი ამოცანაა, რომ სადღაც 2 თუ 3 თვის განმავლობაში გვყავდეს საინვესტიციო საბჭო, რომელიც სადღაც წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს შესაბამისი საინვესტიციო პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რადგან შემდეგ პარლამენტმა საბჭოს მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტიც უნდა დაამტკიცოს", — აცხადებს აკაკი ზოიძე.
ამასთან, დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ თუ საინვესტიციო საბჭოს დამტკიცება და შემდეგ საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა, დროში ძალიან გაიწელა, კანონში ცვლილებები შევიდეს და საპენსიო სააგენტოს დანაზოგების ფასიან ქაღალდებში ინვესტირების ან ბანკებში განთავსების უფლება მიეცეს.
საინვესტიციო საბჭო
საინვესტიციო საბჭო სააგენტოს ფარგლებში შექმნილი სტრუქტურა იქნება, რომელიც განსაზღვრავს, სად და რა პერიოდით უნდა დააბანდოს საპენსიო აქტივი. ამ საბჭოს ხუთივე წევრს ხუთწლიანი ვადით ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტი.
საბჭოს წევრების კანდიდატებს შეარჩევს და პარლამენტში წარადგენს შესარჩევი კომისია. კომისიაში იქნებიან ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტის წევრი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი.
პარლამენტის კანდიდატს წარადგენს პარლამენტი, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს - ეროვნული ბანკი.
საინვესტიციო საბჭო ადგენს და დასამტკიცებლად სააგენტოს დირექტორს წარუდგენს საინვესტიციო დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, სად დააბანდოს საპენსიო ფონდში შეგროვებული თანხა.
ეროვნული ბანკი ამოწმებს დოკუმენტის საინვესტიციო შესაბამისობას, მაგრამ არა - საინვესტიციო გადაწყვეტილებას.
საპენსიო აქტივების ინვესტირებისთვის შეიქმნება საინვესტიციო სამსახური, რომლის ხელმძღვანელი უფროსი საინვესტიციო ოფიცერი იქნება. მისი მოვალეობა იქნება, რომ ინვესტირებას ორგანიზება გაუწიოს.
დაგროვებითი პენსია
დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის სქემაში ჩართვა სავალდებულოა. დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. აქედან 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი - სახელმწიფო.
გაიგე მეტი: რა უნდა ვიცოდეთ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე - მოკლედ
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
კომენტარები