მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების ინიციატივის გამო მოსამართლეების ნაწილი ბესელიას აკრიტიკებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ნაწილი ეკა ბესელიასა და ქართული ოცნების რამდენი დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს აკრიტიკებენ და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ვენეციის კომისიის დასკვნები მოჰყავთ. ამ კანონპროექტით, დროებით უნდა შეჩერდეს მოსამართლეების გამწესება უვადოდ, პირველ და მეორე ინსტანციაზე ანუ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში.
მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი, რომელიც ეკა ბესელიას მოსამართლეებზე მუქარაში ადანაშაულებდა, წერს, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგებაკონსტიტუციას, არის დისკრიმინაციული და ანტისახელმწიფოებრივი, ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და პრაქტიკას.
სერგო მეთოფიშვილი ყურადღებას ამახვილებს ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დასკვნაზე, სადაც წერია, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გარანტორია. მეთოფიშვილის თქმით, ამ დასკვნაში ასევე წერია, რომ მოსამართლეთა დანიშვნა/დაწინაურება ვიწრო პოლიტიკურ ინტერესს არ უნდა ემყარებოდეს.
"ისმის კითხვა — თუ დეპუტატების ამ ჯგუფმა არ იცის საერთაშორისო და ევროპული პრაქტიკა სასამართლო სისტემის შესახებ, არ იცის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ამ თემაზე შემუშავებული რეკომენდაციები და დასკვნები, მაშინ, საერთოდ, რატომ ეხებიან სასამართლოს სისტემას? ხოლო, თუ იციან საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები და პრაქტიკა, მაშინ რატომ უვლიან გვერდს ამ სტანდარტებს? რატომ არიან ისინი პროგრესის წინააღმდეგ?", — წერს მეთოფიშვილი ფეისბუქზე.
ის მიმართავს ეკა ბესელიასა და კანონპროექტის ავტორ სხვა დეპუტატებს, რომ მსგავსი "ქცევა და ქმედება წარმოადგენს თავდასხმას დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაზე, ანუ თავდასხმას საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციაზე, ხელისუფლების სხვა შტოს ლეგიტიმურობაზე".
სერგო მეთოფიშვილის აზრს იზიარებს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი. მისი თქმით, მისი და სერგო მეთოფიშვილის არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაა გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები ყველა იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც, მათი აზრით, შელახავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, შეაფერხებს მის ეფექტიან მუშაობას და მოსამართლეთა დანიშვნას.
"ბატონებო, ვერც თქვენ და ვერც ვერავინ დედამიწის ზურგზე გაგვაჩუმებთ და ვერც პასუხს მოგვთხოვთ ვითომდა პოლიტიკური განცხადებების გაკეთების გამო! ჩვენ ვიცავთ სასამართლო ხელისუფლების აბსოლუტურად ლეგიტიმურ ინტერესებს!", — განაცხადა მოსამართლემ.
პირველი შემთხვევა არ არის, როცა მოსამართლე მეთოფიშვილი და მოსამართლე გვრიტიშვილი ეკა ბესელიას საჯაროდ აკრიტიკებს. სერგო მეთოფიშვილმა ბესელია მოსამართლეებზე ზეწოლაშიც კი დაადანაშაულა, დიმიტრი გვრიტიშვილმა კი არ გამორიცხა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება თავად ეკა ბესელიას ინტერესი იყო.
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომენტარები