თუ სასამართლოს მუშაობას შეაფერხებს, მხარს ვერ დავუჭერთ — კობახიძე ბესელიას კანონპროექტზე
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეკა ბესელიასა და კიდევ რვა დეპუტატის წარდგენილი კანონპროექტის ამოქმედება სასამართლოს მუშაობას შეაფერხებს, უმრავლესობა მას მხარს ვერ დაუჭერს. ეკა ბესელიამ და მისმა თანამოაზრეებმა მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესაჩერებლად კანონპროექტი დაარეგისტრირეს.
"თუ იმდენად შემცირდება მოსამართლეთა რაოდენობა რომ საერთოდ შეუძლებელი გახდება სასამართლოს ფუნქციონირება, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, რთული იქნება მისი მხარდაჭერა... ყველაფერს ვნახავთ, განვიხილავთ, ავწონ-დავწონით და ამის საფუძველზე კოლეგებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას", — განმარტავს კობახიძე.
მისი თქმით, მართლმსაჯულების მთავარი პრობლემა ისაა, რომ საქმეების განხილვას დიდი დრო სჭირდება, რაც მოსამართლეთა სიმცირით არის განპირობებული.
დაპირისპირება ქართულ ოცნებაში
მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია და ამ მიზეზით, ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება გახდა. ბესელიას პოზიციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებოდნენ და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
ბესელია მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. მისი გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა. ბესელია კი ამბობდა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ზარდიაშვილის ხელში ვერ დატოვებდა. ვანო ზარდიაშვილი ის დეპუტატია, რომლის "სასამართლოს გავლენიან ჯგუფებთან" კავშირებზე არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ. მათი ინფორმაციით, სწორედ ის იყო მმართველი პარტიისა და "სასამართლოს კლანური მმართველების" საერთო საკონტაქტო პირი.
წასვლის მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა. დეპუტატის თქმით, სწორედ ამ მიზეზით დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის დამტკიცებას შეუშალა ხელი. ბესელია ამბობდა, რომ ამ საკითხზე ირაკლი კობახიძეს, როგორც პირადად ისე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ ბესელიას გადადგომა მოსამართლეების სიას არ უკავშირდება. კობახიძის თქმით, ბესელიას ვიცე-სპიკერის თანამდებობა შესთავაზეს. ამის შესახებ მან იმ ოთახის წინ ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით, ბესელიასთვის არემონტებდნენ. კობახიძემ დეპუტატს გუნდურად თამაშისკენ მოუწოდა და თქვა, რომ "გუნდის წინააღმდეგ წასვლას" არავის ურჩევდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შემდეგ ბესელიამ პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე წარადგინა. კომიტეტმა გედევან ფოფხაძე ამ თანამდებობაზე აირჩია, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის მამუკა მდინარაძემ, დავით მათიკაშვილმა და გიორგი კახიანმა, ეკა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა.
ამ მიზეზით ჩაინიშნა უმრავლესობის სხდომა, სადაც გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს. სხდომას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ეკა ბესელია — არა. ის საზღვარგარეთ მივლინებით იმყოფებოდა. უცხოეთიდან დაბრუნებულმა გედევან ფოფხაძის საკითხის განხილვის მიზნით უმრავლესობის სხდომის მოწვევა მოითხოვა.
ამჯერად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს თავმჯდომარე არ ჰყავს. ამ პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად ანრი ოხანაშვილს განიხილავენ. ეკა ბესელია კი მას თავის მოწინააღმდეგეთა გუნდში მოიხსენიებს.
ბოლოს ბესელიას განცხადებებს ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი გამოემხურა. მისი თქმით, ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პარტიისა და გუნდურობის პრინციპების წინააღმდეგ წავიდა. ივანიშვილის თქმით, ბესელიამ ვიცე-სპიკერად დანიშვნის შეთავაზება არასწორად დაუკავშირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს. მისი განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ბესელიას არჩევის საკითხი დღის წესირგიდან მოიხსნა.
24 იანვარს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც მოსამართლეების საკითხზეც იმსჯელეს. პარტიის სხდომის დასრულების შემდეგ ბესელიამ განაცხადა, რომ პარტიიდან გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა, "ეს იყო კარგი შეხვედრა" და ივანიშვილს სწორი პოზიცია ჰქონდა. მისი თქმით, ამ საკითხზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ მუშაობას აგრძელებენ.
გუშინ, 5 თებერვალს ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ მოსამართლეების საკითხზე განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, არ დაუშვებენ სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაციას. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ პროცესი პოლიტიკური ძალების მიერ არის მართული და მისი მიზანია, დასაჯონ ყოფილი ხელისუფლების გავლენებიდან გასული "ურჩი" მოსამართლეები.
დღეს, 6 თებერვალს უმარვლესობის სხდომის დაწყების წინ ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ განაცხადეს, რომ ამ განცხადების შინაარს არ იზიარებენ.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები