ISFED: პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ საარჩევნო პროცესის ძალადობრივი ესკალაციისგან
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება გმობს ზუგდიდში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მომხდარ ინციდენტს და სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს.
სამართლიანი არჩევნები ასევე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს აღკვეთონ ყოველგვარი აგრესიული ქმედება და თავი შეიკავონ საარჩევნო პროცესის ძალადობრივი ესკალაციისგან.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ზუგდიდში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მედიაში გავრცელებული ვიდეო კადრებით დასტურდება, რომ დაპირისპირების შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა.
#67.17 ზუგდიდის #53 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული ოცნების აქტივისტებსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შეკრებილი აქტივისტები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას, ნიკა მელიასა და პარტიის სხვა წარმომადგენლებს აიძულებდნენ დაეტოვებინათ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნული მოთხოვნა ენმ-ს წევრებმა არ შეასრულეს, რის შემდეგაც აქტივისტები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტის შედეგად ენმ-ს რამდენიმე წევრი დაშავდა, მათ შორის გიგა ბოკერია და ნიკა მელია.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი იმყოფებოდა, რომელმაც ვერ შეძლო სიტუაციის განმუხტვა, ხოლო დამატებითი ეკიპაჟები ინცინდენტის ადგილზე მხოლოდ მოგვიანებით მივიდა.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უბნის მიმდენარე ტერიტორიაზე ქართული ოცნების აქტივისტებს შორის მობილიზებული იყვნენ სპორტსმენებიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური დაპირისპირებისათვის სპორტსმენების ფიზიკური ძალის გამოყენების სახიფათო პრაქტიკა კვლავ გრძელდება.
სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლის ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ, შეკრებილი აქტივისტები სკანდირებდნენ: მკვლელებს სკოლაში [უბანი განთავსებულია სკოლის შენობაში] არ ესაქმებათ, გაუმარჯოს ქართულ ოცნებას.
სამართლიანი არჩევნები გმობს აღნიშნულ ინცინდენტს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედება ეწინააღმდეგება დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპებს.
მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს უზრუნველყონ ინციდენტის ეფექტური გამოძიება, დროულად მოახდინონ მონაწილე პირების იდენტიფიკაცია და მათთვის უმკაცრესი პასუხისმგებლობის დაკისრება. ამასთან, მნიშვნელოვანია, პოლიციამ არჩევნების დღის განმავლობაში მაქსიმალურად უზრუნველყოს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოება და არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება.
სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს აღკვეთონ ყოველგვარი აგრესიული ქმედება და თავი შეიკავონ საარჩევნო პროცესის ძალადობრივი ესკალაციისგან.
საკრებულოს 22 მაისის შუალედური არჩევნებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება გარდაბნის, გლდანის, ზუგდიდის, კასპის, ოზურგეთის, წყალტუბოსა და ხობის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 40-მდე დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება".
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები