11 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და მოძრაობა "ეკვილიბრიუმის" წარმომადგენლები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

მოძრაობა "ეკვილიბრიუმის" ფარგლებში სორმონის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა განახლდა. სკოლას ახალი წიგნები გადაეცა.

"ეკვილიბრიუმი" იმერეთისა და გურიის რეგიონის სხვა სოფლებსაც ესტუმრა.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

მოძრაობა ბოლო წლების მანძილზე საქართველოს რეგიონების ასობით სოფლისა და სკოლის ბიბლიოთეკას დაეხმარა წიგნებითა და უახლესი ტექნიკით.