პარლამენტში პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შესახებ სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
საქართველოს პარლამენტში რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შესახებ თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წევრებისგან და სხვა დაინტერესებული პირებისგან დაკომპლექტდება.
დეპუტატებმა სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე პრინციპული საკითხები შეათანხმეს, მოგვიანებით დაზუსტდება, რა ფორმით დაკომპლექტდება სამუშაო ჯგუფი.
ცნობილია, რომ ამ ჯგუფს უხელმძღვანელებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო გოგუაძე. მოკვლევის ჯგუფი ძირითადად დახურულ ფორმატში იმუშავებ. მათი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ სამუშაო პროცესი მაქსიმალურად დაიცალოს პოლიტიკური განწყობებისგან.
დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხზე თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის შექმნას ეთანხმება საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ კომიტეტის სხდომაზე დაადასტურეს, რომ მზად არიან ჩაერთონ ჯგუფის მუშაობაში. პატრიოტთა ალიანსს კი ზუსტი პასუხი არ დაუფიქსირებია.
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, მათი მიზანი იქნება იკვლიონ საქართველოში რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხები, გაანალიზონ და რეკომენდაციებიც მოამზადონ. ნინო გოგუაძის თქმით, ჯგუფის წევრებს ექნებათ კომუნიკაცია იმ სახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სტრატეგიულ კომუნიკაციაზე.
"ჯგუფი თავად განსაზღვრავს თავისი საქმიანობის გრაფიკსა და ფორმატს. ჩვენი მუშაობა შემოიფარგლება ორი თვის ვადით, თუ კომისია ჩათვლის, რომ ეს არ არის საკმარისი, ვადა გაგრძელდება", — განაცხადა ნინო გოგუაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.
ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიგა ბოკერიას თქმით, მოკვლევის ჯგუფმა უნდა განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. მას იმედი აქვს, რომ კომისია პოლიტიკური ნიშნის გამო ხელს არ დააფარებს კონკრეტულ აღმასრულებელ შტოს თუ პოლიტიკურ ძალას.
"ვეცდებით ავიცილოთ თავიდან პოლიტიკური კონფრონტაცია, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ ამ ნიშნით არ მოხდეს ვინმეზე გადაფარება", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ჯგუფს ვიწრო მანდატი არ უნდა ჰქონდეს და პოლიტიკურ გარემოზეც უნდა შეიძლებოდეს საუბარი.
"თუ ჯგუფი მხოლოდ ტექნიკური საკითხებით შემოიფარგლება, რეალური, ახლის მთქმელი და შედეგის მომცემი არ იქნება", — განაცხადა სამადაშვილმა.
ნინო გოგუაძის თქმით, ამ ჯგუფის საწყისი პოზიცია მუშაობაა. მისი თქმით, ამოცანაა პრობლემის ზოგადი სურათი იყოს დანახული და გაანალიზებული, უნდა გამოიკვეთოს მოწყვლადი ჯგუფებიც. ნინო გოგუაძის თქმით, სამუშაო ჯგუფი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის წევრებისგანაც დაკომპლექტდება.
ამავე თემაზე:
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
კომენტარები