5 რჩევა, თუ როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა
ბავშვის IQ-ს ამაღლებამდე ერთ-ერთი საუკეთესო გზა წიგნის კითხვაზე გადის. იმაში, რომ პატარა ადამიანებმა კითხვა ადრეული ასაკიდან შეიყვარონ, უფროსების დამოკიდებულებებსა და ქცევებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ.
ბავშვისთვის წიგნის შეყვარება სწორი აღზრდის ერთ-ერთი ნაწილია. რა უნდა გააკეთოს მშობელმა / უფროსმა იმისთვის, რომ მათ კითხვის ინტერესი გაუღვივონ? გთავაზობთ 5 რჩევას.
1. თავად წაუკითხეთ
წაუკითხეთ ბავშვებს წიგნები ადრეული ასაკიდან და კითხვის პროცესში განასახიერეთ პერსონაჟები ხმებით. წაუკითხეთ მას შემდეგაც, როცა მათ კითხვა ეცოდინებათ, საინტერესო ადგილზე შეჩერდით და უთხარით, რომ სხვა საქმე გაქვთ. ამ შემთხვევაში ბავშვი თავად აირჩევს, გააგრძელოს თუ არა კითხვა.
2. წაიყვანეთ წიგნების მაღაზიაში
თუ სახლში წიგნების კოლექცია გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ უკვე ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა თქვენი შვილი წიგნების სიყვარულს.
სხვა შემთხვევაში, ის ბიბლიოთეკაში ან წიგნების მაღაზიაში შეგიძლიათ წაიყვანოთ. თუ ეს სისტემატიურად განმეორდება, წიგნები მისთვის ძვირფასი გარემოს განუყოფელი ნაწილი გახდება. ამასთან ერთად, შეგიძლიათ წიგნების გამყიდველს და ბიბლიოთეკარს განსაზღვრული ასაკისთვის შესაბამისი წიგნის არჩევაში სთხოვოთ დახმარება. ამ ორიდან ბიბლიოთეკა კიდევ უფრო კარგი არჩევანია, რადგან ბავშვებს ეცოდინებათ, რომ იქედან წიგნის წამოღებას უფასოდ შეძლებენ და დროულად დაბრუნების პირობასაც დადებენ.
3. აჩუქეთ წიგნები
სწორად შერჩეულ წიგნზე უკეთესი საჩუქარი ალბათ არ არსებობს. არაა აუცილებელი, რომ დაბადების დღე იყოს. მოიძიეთ ინტერნეტში საუკეთესო საბავშვო წიგნები, ან ისინი, რომლების შესახებაც პოპულარული ფილმებია გადაღებული და უთხარით, რომ ფილმის ნახვისთვის ჯერ წიგნი უნდა წაიკითხოს.
4. არ აიძულოთ კითხვა
ვერაფერს შეაყვარებთ ბავშვს იძულებით. შეიძლება ასწავლოთ, მაგრამ ეს მათთვის ვალდებულებასთან და უარყოფით ემოციასთან იქნება დაკავშირებული. შეგიძლიათ წაახალისოთ, რომ გვიანობამდე ფხიზლად დარჩენის საშუალებას მისცემთ, თუ წაიკითხავს.
5. აჩვენეთ, რომ თქვენც გიყვართ კითხვა
ბავშვები ხშირად აკოპირებენ უფროსების ქცევებს. ისინი მათთვის ქცევის მოდელები არიან. საწყის ეტაპზე თუ იმავე წიგნით დაინტერესდებით, რომელსაც თქვენი პატარა მეგობარი კითხულობს, მას საშუალებას მისცემთ, რომ გაგიზიაროთ თავისი აღფრთოვანება და აზრები სხვადასხვა პერსონაჟის შესახებ. თუმცა გახსოვდეთ, რომ ბავშვებსაც ისევე სძულთ სპოილერები, როგორც თქვენ.
იმისთვის, რომ უკეთ გაიგოთ იმ გზებზე, რომლებიც ბავშვის მკითხველად ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს, უყურეთ რუსთავი 2-ის გადაცემა სხვა შუადღეს.
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
კომენტარები