TI: პოლიციას საარჩევნო უბნებთან ინციდენტების აღმოფხვრის ინსტრუქტაჟი სჭირდება
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება დღეს, 22 მაისს ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და დაადგინოს ჩხუბში მონაწილე პირთა ვინაობა.
ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანზე, სადაც შუალედური ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს, ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათ შორის, გიგა ბოკერია და ნიკა მელია რამდენიმე საათის წინ ცემეს.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაში წერია, პოლიციამ უნდა უზრუნველყოს საარჩევნო პროცესის უსაფრთხო გარემოში წარმართვა და დაკითხოს ის პირები, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.
ასევე, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში მიიჩნევენ რომ პოლიციის თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი, საარჩევნო უბნებთან მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით.
TI-ის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული რამდენიმე პოლიციელი ეცადა სიტუაციის განმუხტვას, თუმცა სიმცირიდან გამომდინარე, მათ ვერ შეძლეს პრევენციული ღონისძიებების დროულად გატარება, ამასთან, დაუდგენელმა პირებმა ტერიტორიის დატოვება შეძლეს ისე, რომ მათი არც დაკითხვა და არც დაკავება სამართალდამცავებს არ მოუხდენიათ.
ორგანიზაცია თავის განცხადებაში აცხადებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ აღნიშნული პირები ისევ დაბრუნდნენ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე:
"ამჟამად, პოლიციელთა რაოდენობა საარჩევნო უბანთან გაზრდილია, ადგილზე რჩებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც. გაუგებარია ამ დრომდე, რატომ არ ახდენს პოლიცია ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართული პირების დაკავებას და მათ დაკითხვას. მეტიც, პოლიცია მათ არ მოუწოდებს, რომ დატოვონ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია".
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნულმა პირებმა კიდევ არაერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა იქ შეკრებილ მოქალაქეებს, ადგილობრივი მედიასაშუალების, ტელეკომპანია ოდიშის ჟურნალისტს კი ბოთლი ესროლეს. პოლიციას მომხდარზე რეაგირება ისევ არ მოუხდენია:
"ადგილზე პოლიციის უმოქმედობა ან პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობა ართულებს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინციდენტები გავლენას ახდენს არჩევნების პროცესის ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოში ჩატარებაზე. მსგავსი ფაქტების გამოძიების გარეშე დატოვება და პოლიციის უმოქმედობა ხელს შეუშლის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და კონკურენტულ პირობებში ჩატარებას, რაც საბოლოოდ ქვეყანაში დემოკრატიისა და მმართველობის ხარიხსზე აისახება".
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
კომენტარები