რას ურჩევს წრიპა ბიჭის დღიურის ავტორი მშობლებსა და მასწავლებლებს
მსოფლიო ბესტსელერის – "წრიპა ბიჭის დღიურის" შემქმნელმა, ჯეფ კინიმ, ზუსტად იცის, თუ რატომ არის მისი წიგნების სერია ასეთი მიმზიდველი პატარა მკითხველებისთვის და განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ნაკლებად უყვართ კითხვა. "კითხვა სახალისოა – ეს არის ერთადერთი გაკვეთილი, რომელიც მინდა ბავშვებს ჩემი წიგნებით ვასწავლო".
ავტორის აზრით, არ აქვს მნიშვნელობა, რას წაიკითხავენ ისინი ან რა მოეწონებათ, მთავარია, რაც შეიძლება მეტი იკითხონ. "ჩემს შვილებს ყოველთვის ვეუბნებოდი: ერთადერთი რამ, რაზეც უარს არასდროს გეტყვით, წიგნია".
ჯეფ კინი ურჩევს მშობლებს, რაც შეიძლება ხშირად უკითხონ შვილებს წიგნები ხმამაღლა, მით უმეტეს მაშინ, თუ ბავშვი კითხვის დიდი მოყვარული არაა. "მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხშირად წაკითხულის აღქმა ბავშვისთვის არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით გვეჩვენება, ხოლო ხმამაღლა კითხვა კარგი გამოსავალია: ამ დროს მკითხველი სათანადოდ არჩევს ინტონაციას და უფრო მარტივად გადმოსცემს ტექსტის შინაარსს".
რაც უფრო მეტად ინტერესდება ბავშვი წიგნის შინაარსით, უფრო რწმუნდება, რომ კითხვა შეიძლება სასიამოვნო იყოს.
კინის დედა დაწყებითი სკოლის მასწავლებელი იყო და, შესაბამისად, ავტორისათვის უცხო არ არის მასწავლებლის პროფესია. თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდეციების შესახებ კინი საკუთარ აზრს გვიზიარებს: "მე მესმის ანგარიშვალდებულების აუცილებლობა, რაც მასწავლებლებსა და სკოლებს აქვთ, მაგრამ ვისურვებდი, ამხელა აქცენტი არ კეთდებოდეს ტესტებსა და გამოცდებზე. ეს საშუალებას მისცემდა მასწავლებლებს, უფრო შემოქმედებითები ყოფილიყვნენ თავიანთ პროფესიაში".
"ჩემს ბავშვობაში ხელოვნება სკოლის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ბევრი ბავშვისთვის სწორედ ხელოვნება და მუსიკაა ის, რაშიც ისინი ყოველდღიურობისგან ხსნასა და თავისუფლებას პოულობენ. ჩემი აზრით, სკოლა რომელიც უგულებელყოფს ხელოვნებას, ვერ პასუხობს ყველა მოსწავლის საჭიროებას".
წიგნების მთავარი მოქმედი პირი, გრეგ ჰეფლი, ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც ორიოდე სიტყვით შეგვიძლია ისე დავახასიათოთ, როგორც ხშირად საკუთრ შვილებს ვახასიათებთ ხოლმე: ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი. ბავშვები (და ხშირად მშობლებიც) ბევრ საერთოს პოულობენ გრეგის ყოველდღიურ ცხოვრებასთან და სწორედ ეს ხდის ამ სერიას განსაკუთრებულად პოპულარულს.
"მახსოვს, როცა სტუდენტი ვიყავი და რთულ, დიდტანიან სახელმძღვანელოებს ვკითხულობდი, სულ იმაზე ვფიქრობდი, რაც შეიძლება სწრაფად მივსულვიყავი რაიმე ფოტომდე ან ილუსტრაციამდე. ეს ერთგვარი "ჯილდო" იყო. სწორედ ამას ვცდილობ ჩემი წიგნებითაც – ასეთი "ჯილდოებით" გავართო მკითხველი კითხვის პროცესში".
ჯეფ კინისათვის ილუსტრირებული წიგნი ერთგვარია "ხიდია", რომელიც ეხმარება ბავშვებს, დიდტანიან პროზაზე ნახატებიანი წიგნებიდან (იგულისხმება ე.წ. picture books – წიგნები, რომლებშიც ტექსტი საერთოდ არაა ან ძალიან მცირეა და, ძირითადად, ნახატები გადმოსცემს სიუჟეტს) გადავიდნენ.
"ლამაზი, შთამბეჭდავი ილუსტრაციებით გაფორმებული ნახატებიანი წიგნით ბავშვებს კითხვასა და წიგნებს ვაყვარებთ. თუმცა, როგორც კი დამოუკიდებლად იწყებენ კითხვას, მაშინვე სქელტანიან წიგნებს ვაჩეჩებთ, რომლებშიც ილუსტრაციები საერთოდ არაა. ჩემი აზრით, ასეთ დროს ბავშვებს ხშირად უჩნდებათ შეკითხვა: მართლაც სახალისოა კითხვა?", - ამბობს ის.
2017 წლის National Literacy Trust-ის კვლევის თანახმად, 14 წლამდე ბავშვები, რომელთაც უყვართ კითხვა, უფრო მაღალი ასაკობრივი კატეგორიის წიგნებს კითხულობენ, ვიდრე მათი კითხვის არამოყვარული თანატოლები. 2018 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი 3-ჯერ მეტი შანსია, ბავშვებს, რომლებსაც კითხვის უნარ-ჩვევა საშუალოზე მეტად აქვთ განვითარებული, უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა ჰქონდეთ, ვიდრე მათ თანატოლებს, რომელთა ინტერესი კითხვისადმი საშუალოზე დაბალია.
"წიგნები თანაგრძნობას გვასწავლის, რადგან საშუალებას გვაძლევს, ცხოვრება სხვა პერსპექტივიდან დავინახოთ, – აღნიშნავს კინი, – თანამედროვე სამყაროში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, თანაგრძნობა ძალიან იშვიათი გახდა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებ და ბავშვების მკითხველებად ჩამოყალიბებაში ჩემი წვლილი შემაქვს".
მსოფლიოს მასშტაბით, წრიპა ბიჭის წიგნების 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული, ის თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი, ლათინურადაც კი (!). ავტორის თქმით, "წრიპა ბიჭის" პოპულარობამ პირადად მას კარგად დაანახვა, თუ როგორი წიგნები მოსწონთ ბავშვებს. "ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, ვიღაცას ესმოდეს მისი. ამიტომ, როცა მისთვის გასაგებ და ახლობელ თემაზე კითხულობს წიგნს, ბავშვი ხვდება, რომ ავტორს ესმის მისი".
კინის წიგნებს უმეტესად 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები კითხულობენ. ავტორის აზრით, ამ ასაკში ბავშვები საკმაოდ ჭკვიანები არიან და არ სჭირდებათ "ჭკუის დარიგება." ამიტომაც ის არასოდეს ცდილობს "ასწავლოს" მათ, როგორ მოიქცნენ. "ბავშვებს მშვენივრად ესმით ირონიის არსი და მოსწონთ ისეთი ამბების კითხვა, რომლებშიც ვიღაც მათზე ცოტათი უფრო ცუდად იქცევა. ასეთ დროს თვითონაც იუმორისტული წიგნის გმირად წარმოიდგენენ თავს.
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
კომენტარები