"სიყვარული სიყვარულია" — 12 დაწესებულება, სადაც ვალენტინობისთვის ნებისმიერ წყვილს ელიან
"ფასდაკლება წყვილებისთვის", "მენიუ 2 პერსონაზე შეყვარებულებისათვის", "გაერთე შენს მეორე ნახევართან ერთად", — ბოლო რამდენიმე დღე აქტიურად გვხვდება მსგავსი შეთავაზებები. 14 თებერვლისთვის კომპანიები წყვილებზე არანაკლებ აქტიურად ემზადებიან.
რადგან ქვეყანაში ჰომოფობიური გარემოა და ლგბტ წყვილები ხშირად ხდებიან საჯარო სივრცეში აგრესიის მსხვერპლი, On.ge შეეცადა, გაერკვია, რომელი დაწესებულება არის ღია და აღიარებს, რომ "სიყვარული სიყვარულია". კომპანიები ვალენტინობისთვის დაგეგმილი ღონისძიებების მიხედვით შევარჩიეთ, მათ მომხმარებლის სახელით დავუკავშირდით და ლგბტ წყვილებად წარვუდგინეთ თავი იმის გასარკვევად, იგულისხმებოდა თუ არა "წყვილების შეთავაზებაში" ყველა წყვილი.
გთავაზობთ 12 ობიექტს, სადაც ვალენტინობის გატარება შეგიძლიათ:
- ისთ ფოინთი შეყვარებულს წყვილებს სხვადასხვა გამოწვევებს სთავაზობს. კომპანიაში ამბობენ, რომ გამოწვევაში ჩართვა ნებისმიერ წყვილს შეუძლია და ისინი თანაბარ პირობებში იბრძოლებენ პრიზების მისაღებად;
- რესტორანი ფუნიკულიორი წყვილებს სპეციალურ მენიუს სთავაზობს. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ მენიუთი სარგებლობა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ყველას შეუძლია;
- რესტორანი კრუიზი ვალენტინობაზე სპეციალურ მენიუსთან და გია სურამელაშვილის კონცერტთან ერთად წყვილებს გათამაშებასაც სთავაზობს, რომლის პრიზიც ორკაციანი საგზურია. მათი თქმით, კონკურსში ჩართვა ნებისმიერ წყვილს შეუძლია;
-
ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში მდებარე Sky Bar შეყვარებულ წყვილებს ცოცხალ მუსიკას, ღვინოსა და რომანტიულ გარემოს სთავაზობს. ბარის წარმომადგენლის თქმით, პირადი საქმეა ვის აირჩევს ადამიანი მეწყვილედ და მათი შეთავაზება ყველაზე ვრცელდება;
-
კახეთში მდებარე ლოპოტას სასტუმროების ქსელი სტანდარტულ პაკეტთან ერთად წყვილებს მასაჟზე ფასდაკლებასაც სთავაზობს. სასტუმროში ლგბტ წყვილების მიღების შესახებ დასმულ კითხვას პასუხობენ: "პირიქით, ეს აქცია წყვილებისთვისაა და ნებისმიერ დროს მობრძანდით";
-
თბილისში, ესთეტიკის ცენტრი ბენიტა ვალენტინობისთვის წყვილებს მასაჟისა და პრესოთერაპიის ვაუჩერს სთავაზობს. შეთავაზებაში წერია, რომ წყვილის მასაჟი "ქალბატონებისა და მამაკაცებისთვისისაა". კითხვაზე იგულისხმება თუ არა ამ შეთავაზებაში ერთნაირსქესიანი წყვილები კომპანიაში გვპასუხობენ, რომ წყვილად მისვლის შემთხევაში მომსახურებით სარგებლობა ყველას შეუძლია;
-
Hobnob bar and restaurant სიყვარულის დღისთვის ღვინოსა და საყვარელ სასმელებს გთავაზობთ. კითხვა, შეიძლება თუ არა გეი წყვილის მისვლა კომპანიაში გაუკვირდათ. მათი თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შეყვარებული წყვილის ორიენტაციას და ნებისმიერი სტუმრის მისაღებად მზად არიან;
-
Helium Resto-Bar and Sushi Lounge მომხმარებელს სპეციალურად ვალენტინობისთვის შექმნილ დეკორაციულ დარბაზს, რომანტიულ გარემოს, წყნარ მუსიკას და გულის ფორმის კერძებს სთავაზობს. მათი თქმით, ყველას მისაღებად არიან მზად;
-
ნებისმიერი წყვილის მისაღებად მზად არის შეკვეთილში მდებარე სასტუმრო პარაგრაფიც. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სტუმრების მისაღებად მზად არიან;
-
ვალენტინობისთვის 2 პირს სპეციალურ ვახშამს სთავაზობს ბათუმში მდებარე რესტორანი Le Port-იც. ქალაქის ხედებით დასატკბობად და ვიოლინოს მოსასმენად ლგბტ წყვილებს თამამად შეუძლიათ ამ რესტორნის მონახულება;
- სპორტულ კომპლექს Sport Time-ში 14 თებერვალს წყვილებისთვის ფასკდალება აქვთ. ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ფასდაკლებით სარგებლობა ნებისმიერ წყვილს შეუძლია;
- თუ შეყვარებულთან ერთად სუფთა ჰაერზე გსურთ დასვენება სასტუმრო Kazbegi Inn თქვენს მისაღებად მზად არის. ადმინისტრაციის განმარტებით, ისინი ნებისმიერი სტუმრის კომფორტზე ზრუნავენ.
ეს სია სრულ სურათს არ ასახავს. თუმცა, გარდა ამ დაწესებულებებისა, არაერთი ღია და მეგობრული კომპანიაა, სადაც შეგიძლიათ ვალენტინობა საყვარელ ადამიანთან ერთად აღნიშნოთ.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები