საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია რედკო და კომპანია ანაგი თანამშრომლობას იწყებენ
საქართველოს ბანკმა დეველოპერულ კომპანია რედკოსთან და სამშენებლო კომპანია ანაგთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. აღნიშნული თანამშრომლობა გულისხმობს წამყვანი ბანკის მხრიდან აღნიშნულ კომპანიებთან ფინანსურ პარტნიორობას, რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ტურიზმის განვითარების მიზნით.
"რედკოსა" და "ანაგს" შორის პარტნიორობის შედეგად მომდევნო 5 წლის მანძილზე, კომპანია "ანაგი" განახორციელებს დეველოპერული კომპანია "რედკოს" მიმდინარე და ახალ პროექტებს.
"მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკი განაგრძობს სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. საკმაოდ საინტერესო პარტნიორობას ჩაეყარა დღეს საფუძველი და აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ვფიქრობთ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდება, როგორც რეგიონის, ასევე, ადგილობრივი სამშენებლო სექტორის და ტურიზმის განვითარების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორი და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას", - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა.
"რედკო ზრუნავს საქართველოს ტურისტული რეგიონების განვითარებაზე. ახლა კი ამას, პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს. გენერალური გეგმის მიხედვით რედკო გუდაურში 26 შენობას აშენებს, რაც მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის, რედისონ ბლუ გუდაურს. ასევე, 2019 წლის გაზაფხულისთვის რედკო გეგმავს ბათუმში საერთაშორისო ბრენდ Le Meridien-ის სასტუმროს გახსნას. ამ პროექტის განსახორციელებლად რედკომ 80 მილიონი ლარის ინვესტიცია გამოყო", - განაცხადა მალხაზ კუნელაურმა, რედკოს გენერალურმა დირექტორმა.
"ანაგი 30 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და სამშენებლო სექტორში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. კომპანიას უკვე განხორციელებული აქვს 250-ზე მეტი სამშენებლო პროექტი, რომელთაგან აღსანიშნავია გალერია თბილისი, ისთ ფოინთი, ბათუმის ჰილტონი, თბილისი გარდენსი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ წარმატებულ კომპანიებთან პარტნიორობა, როგორც რედკო და საქართველოს ბანკია. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა ბევრ საინტერესო პროექტს ჩაუყრის საფუძველს, რაც რეგიონალური ბიზნესის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ირაკლი გოგოლაშვილმა, ანაგის გენერალურმა დირექტორმა.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები