პროფესიული ვალდებულებებისა და ეთიკის დაცვის შესრულების საშუალება — სოცმუშაკების პეტიცია
მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემის ძირეული რეფორმის მოთხოვნით სოციალურმა მუშაკებმა პეტიცია შექმნეს. პეტიციით ისინი ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტსა და მთავრობას მიმართავენ.
სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ წლების წინ ბავშვთა ზრუნვის სისტემის წარმატებით დაწყებული რეფორმა ვეღარ ფუნქციონირებს და ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს მორგებული არაა.
მათივე თქმით, გადაწყვეტილების მიმღები პირები სისტემაში არსებულ ხარვეზებზე ადეკვატურად არ რეაგირებენ. როგორც პეტიციის ტექსტში ვკითხულობთ, სოციალური მუშაკები დატვირთული არიან ისეთი ვალდებულებებით, რაც მათ ფუნქციებს არ შეესაბამება, ხოლო არსებული რესურსით ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების ეფექტურად დაცვა შეუძლებელი ხდება.
"უწყებაში არსებობს ადამიანური და ფინანსური რესურსების კრიტიკული დეფიციტი. არ ვითარდება და დახურვის პირასაა ბენეფიციარებზე ზრუნვის მომსახურებები. მშობლებს არ მიეწოდებათ პოზიტიური მშობლობის და ბავშვთა უფლებების შესახებ მინიმალური განათლება, ფაქტობრივად, არ არსებობს ოჯახის მხარდამჭერი და სარეაბილიტაციო მომსახურებები, არ არსებობს ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირების და მათი ოჯახების გამაძლიერებელი მომსახურებები. სხვადასხვა საჭიროების მქონე ხანდაზმულებისათვის ფაქტობრივად არ არსებობს დღის ცენტრის სერვისი ან საკმარისი ოცდაოთხსაათიანი მომსახურება. ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურებში ჩართული ვერცერთი სუბიექტი ჯეროვნად ვერ/არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. უწყებებს შორის კოორდინაცია რჩება გადაუჭრელ პრობლემად", — ნათქვამია პეტიციაში.
რეფორმის ცვლილებისთვის ისინი შემდეგი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ:
- სამინისტროს ბაზაზე შეიქნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანებულნი იქნებიან პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები, პროფესიული თემი, სფეროს ექსპერტები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კანონი სოციალური მუშაობის შესახებ შექმნის პროცესში;
- გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გაიაზრონ სოციალური მუშაობის, როგორც პროფესიის, მანდატი, სოციალური მუშაკების როლი ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში და შესაბამისად განისაზღვროს მათი პასუხისმგებლობები, შემუშავდეს და გაუმჯობესდეს სამუშაო ინსტრუმენტები, მეთოდები და მომსახურებები;
- მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში მომუშავე სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილნი იყვნენ პროფესიული გაძლიერების/მხარდაჭერისა და სუპერვიზიის გამართული მექანიზმით;
- გაიმართოს ბავშვებთან მომუშავე უწყებების კოორდინაციის მექანიზმი ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების იდენტიფიკიაციის, რეაგირებისა და მონიტორინგის პროცესში.
- დაუყოვნებლივ გაიზარდოს სოციალური მუშაკების რაოდენობა, განისაზღვროს მათი სამუშაო დატვირთვა და გაუმჯობესდეს მათი სამუშაო გარემო და პირობები.
გარდა ამისა სოციალური მუშაკები ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ღია შეხვედრას ითხოვენ.
8 თებერვალს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა აქცია გამართეს და ჯანდაცვის სამინისტროს წერილით მიმართეს. მათ დაუყოვნებლივი რეფორმების გატარება მოითხოვეს იმისთვის, რომ ეფექტურად შეძლონ საქმიანობის განხორციელება. მათი თქმით, უწყებას აქამდეც მიმართეს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.
სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ნორმალური სამუშაო სივრცე, სადაც იმ ადამიანებს მიიღებენ, ვისაც დახმარებას უწევენ. მათივე თქმით, სერვისების არარსებობა ართულებს მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის პროცესს. გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეები ანაზღაურებისა და კადრების დამატებას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები