ქალი მსაჯის გამო ირანში გერმანიის ბუნდესლიგის მატჩის ჩვენება აიკრძალა
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ბუნდესლიგის მატჩის ტრანსლირებაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ მას ქალი მსაჯობდა. ისლამური ქვეყნის ცენზორები კრძალავენ ქალის სხეულის ნაწილების საჯაროდ გამოჩენას, მათ შორის ისეთ ფორმაში, როგორიცაა საფეხბურთო შორტები.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ, IRIB-მა მიუნხენის ბაიერნისა და აუგსბურგის მატჩის ჩვენებაზე თქვა უარი, რომელიც გასულ პარასკევს ჩატარდა. ამ დროს შეხვედრის ერთ-ერთი მსაჯი ბიბიანა შტაინჰაუსი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულმა მედიამ, ირანულ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა.
ტრანსლაციის შეწყვეტის მიზეზი მკაცრი, და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან არაერთხელ გაკრიტიკებული, დისკრიმინაციული ირანული წესები გახდა. წესების მიხედვით, აკრძალულია ქალის სხეულის ნაწილების საჯაროდ გამოჩენა, მათ შორის ფეხბურთის ფორმით.
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირანელმა კორესპონდენტმა, ნატალი ამირიმ, ეს ინფორმაცია პირველმა ტვიტერზე გაავრცელა. ის წერდა, რომ ტრანსლაციის გაუქმება დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაწყდა. "და ვინ არის ამაში დამნაშავე?!", - წერს ჟურნალისტი. "რა თქმა უნდა, ისევ ბიბი [ქალი მსაჯი]", - თავადვე პასუხობს დასმულ შეკითხვას.
ბიბიანა შტაინჰაუსი პირველი ქალია, რომელმაც გერმანიაში კაცების უმაღლეს ლიგაში, ბუნდესლიგაში იმსაჯა. მისი დებიუტი 2017 წელს შედგა.
მკაცრი ცენზურა - როგორ არეგულირებს ირანული მაუწყებელი ქალის სხეულის გამოჩენას?
ირანში ფილმების ჩვენების დროს, ქალის სხეულის ნებისმიერი ნაწილი, რომელიც მოშიშვლებულად ჩანს, წინასწარ არის გრაფიკულად დამუშავებული და გაბუნდოვანებული (გნებავთ, დაბლარული).
ამ შემთხვევაში, ასეთი რამ შეუძლებელი იქნებოდა, რადგან თამაში პირდაპირ ეთერში გადაიცემა და სხეულის გრაფიკულად დამუშავებას ვერავინ შეძლებდა. მსგავსი შემთხვევა 2018 წლის მაისშიც მოხდა, როცა ერთ-ერთ მატჩს კვლავ ბიბიანა შტაინჰაუსი განსჯიდა. მაშინ ირანულმა მაუწყებელმა გადაწყვიტა, რომ ყოველი რაკურსი, რომელშიც ბიბიანა გამოჩნდებოდა, სხვა კადრით გადაეფარა.
კაცებად გადაცმული ქალები
2018 წლის თებერვალში ირანული ლიგის ერთ-ერთ მატჩს Fifa-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო დაესწრო, შემდეგ კი კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგან იმავე მატჩზე მარეგულირებლებმა 35 ქალი არ დაუშვეს. ზოგიერთი ქალი კი, თამაშის საყურებლად, კაცის ფორმაში გამოეწყო და სტადიონზე ამ გზით შეაღწია.
მაშინ ჯანი ინფნანტინომ პირობა დადო, რომ მალე ირანში ქალებს ფეხბურთზე დასწრების პრობლემა აღარ ექნებოდათ, თუმცა ირანის დისკრიმინაციული წესების გაკრიტიკებისგან თავი შეიკავა.
2018 წლის ნოემბერში Fifa-ს გენერალურმა მდივანმა, ფატმა სამურმა ირანის მთავრობას მიმართა თხოვნით, რომ ქალებისთვის ფეხბურთზე დასწრების შეზღუდვა მოეხსნათ. მიმართვამ შედეგი გამოიღო და ირანმა შეზღუდვა მოხსნა. ქალები საფეხბურთო მატჩს თავისუფლად 2018 წლის 10 ნოემბერს, იაპონიის წინააღმდეგ დაესწრნენ.
ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრები
ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრებს საინტერესო ისტორია აქვს. ირანულ რევოლუციამდე ნაკრები ჰიჯაბის გარეშე გამოდიოდა, თუმცა 1978 წლიდან ქალთა ნაკრები ფაქტობრივად გაუქმდა. მოგვიანებით, როცა ქალთა ნაკრები კვლავ დაკომპლექტა, ჰიჯაბის ტარების გამო 2011 წელს Fifa-მ საერთაშორისო ჩემპიონატიდან მოხსნა.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები