რუსულმა GQ-მ "რუსეთის ყველაზე მოდური კაცების" სიაში კახა კალაძე და ბერა შეიყვანა
ჟურნალ GQ-ს რუსულმა გამოცემამ 2019 წლის რუსეთის ყველაზე მოდური კაცების სია გამოაქვეყნა, რომელშიც თბილისის მერი კახა კალაძე და მომღერალი ბერა ივანიშვილი შეიყვანა.
თბილისის მერი წინა წელთან შედარებით ერთი პოზიციით დაწინაურდა და მეექვსე ადგილს იკავებს. ბერა ივანიშვილი კი სიაში მე-9 ადგილზე აღმოჩნდა და გადაუსწრო ისეთ ცნობილ რუს მომღერლებს, როგორებიც არიან ფილიპ კირკოროვი და BASTA.
გამოცემა წერს, რომ კალაძემ ფეხბურთიდან პოლიტიკაში გადასვლის შემდეგაც არ დაკარგა "ხულიგნური" ჩაცმის სტილი და ის პიჯაკებში არ გაცვალა. GQ-ს თქმით, კალაძის ჩაცმულობა არანაკლებ შუქდება, ვიდრე მისი გადაწყვეტილებები პოლიტიკოსის რანგში.
"ჭორები თავიდანვე რომ უარვყოთ, იცოდეთ, რომ ჩვენ პიჯაკებს, ქუდს და ამ სიცილიურ ჩაცმულობასაც მხარს ვუჭერთ. საკუთარ თავს ჯანმრთელი ირონიის გრძნობით უნდა მიუდგე, კახამ ეს იცის", — წერია კალაძის დახასიათებაში.
ბერას შესახებ მომზადებულ მოკლე ტექსტში კი ვკითხულობთ, რომ ქართველ ჰიპ-ჰოპ შემსრულებელს ფრანგული ფესვები აქვს და ის ოსტატურად ირგებს სამ სხვადასხვა სტილს: პარიზელი ბიჭი 1960-იანი წლებიდან, მოდური რეპერი და ქართული ტრადიციების ერთგული. ამ უკანასკნელში დასარწმუნებლად კი გამოცემა მკითხველს ბერას საქორწილო ფოტოების ნახვას სთავაზობს.
"ამ სტილებიდან რომელია საუკეთესო თქმა რთულია. თითოეული მათგანი სრულყოფილია", — წერს GQ ბერაზე.
სიაში მოხვდა კიდევ ერთი წარმოშობით ქართველი, რუსეთში მოღვაწე მომღერალი ლევან გოროზია, იგივე L' ONE.
GQ-მ რუსეთის ყველაზედ მოდური მამაკაცის წოდება მუსიკოს ფედუკს ერგოს მიანიჭა. მეორე ადგილზე ტელეწამყვანი ივან ურგანტი, მესამეზე კი მუსიკოსი სერგეი შნუროვი გავიდნენ.
განახლება: თბილისის მერიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ GQ-ს სათაო ოფისს მიწერენ და ჰკითხავენ რატომ მოხვდა კახა კალაძე რუსი მოდური კაცების სიაში.
-
გადახედვაელენე ხოშტარია: მზიამ [ამაღლობელი] რაც უქნა, იგივე უნდა ვუქნა მეც, დგებუაძე არის რუსის მონა და მეც მინდა, გავარტყა ელენე ხოშტარია: მზიამ [ამაღლობელი] რაც უქნა, იგივე უნდა ვუქნა მეც, დგებუაძე არის რუსის მონა და მეც მინდა, გავარტყა
-
გადახედვადიმიტრი გვრიტიშვილი: უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ დიმიტრი გვრიტიშვილი: უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ
-
გადახედვაჯო უილსონი: ძალიან შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით ჯო უილსონი: ძალიან შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით
-
გადახედვარესტორან "ბაბილოში" მოსამართლეების შეკრება მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობს რესტორან "ბაბილოში" მოსამართლეების შეკრება მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
-
გადახედვანათია მეზვრიშვილი: [გია ჯვარშეიშვილზე] აქვს ტვინის შერყევა და იზოლატორში განუვითარდა ნერვული შეტევა ნათია მეზვრიშვილი: [გია ჯვარშეიშვილზე] აქვს ტვინის შერყევა და იზოლატორში განუვითარდა ნერვული შეტევა
-
გადახედვასახალხო დამცველი: სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დაკავებულები მოინახულეს, ისინი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებენ სახალხო დამცველი: სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დაკავებულები მოინახულეს, ისინი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებენ
-
გადახედვადაკავებული მზია ამაღლობელის ადვოკატი, თამარ წულუკიძე საქმის დეტალებზე საუბრობს დაკავებული მზია ამაღლობელის ადვოკატი, თამარ წულუკიძე საქმის დეტალებზე საუბრობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: საქართველოს დიდ ქალაქებში დემონსტრაციების პარალელურად, დემონსტრანტების დაპატიმრება და წამება გრძელდება სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს დიდ ქალაქებში დემონსტრაციების პარალელურად, დემონსტრანტების დაპატიმრება და წამება გრძელდება
-
გადახედვაადვოკატი ილონა დიასამიძე: გია ჯვარშეიშვილის დაკავება განხორციელდა ძალის გადამეტებით ადვოკატი ილონა დიასამიძე: გია ჯვარშეიშვილის დაკავება განხორციელდა ძალის გადამეტებით
-
გადახედვამედიის ადვოკატების კოალიცია: დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას მედიის ადვოკატების კოალიცია: დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას
-
გადახედვა"ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი ორჯერ დაიჭირეს — მიმდინარეობს გამოძიება "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი ორჯერ დაიჭირეს — მიმდინარეობს გამოძიება
-
გადახედვაომბუდსმენი: ჩვენი წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებულების სანახავად მიდიან ომბუდსმენი: ჩვენი წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებულების სანახავად მიდიან
-
გადახედვაგამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და ხელმეორედ დააკავეს გამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და ხელმეორედ დააკავეს
-
გადახედვამედია ომბუდსმენი: დაუყოვნებლივ ვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მედია ომბუდსმენი: დაუყოვნებლივ ვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას
-
გადახედვაბათუმში, საპროტესტო აქციაზე "ბათუმელების" დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე "ბათუმელების" დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს
-
გადახედვასაია: 8 პირის საქმეზე აღკვეთი ღონისძიებების გადასინჯვის სხდომა სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეში დარღვევით წარიმართა საია: 8 პირის საქმეზე აღკვეთი ღონისძიებების გადასინჯვის სხდომა სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეში დარღვევით წარიმართა
-
გადახედვაბათუმში, საპროტესტო აქციაზე ათამდე აქტივისტი დააკავეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ათამდე აქტივისტი დააკავეს
-
გადახედვაბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს
-
გადახედვააქციის 45-ე დღე — პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან აქციის 45-ე დღე — პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაადვოკატი: სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ადვოკატი: სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე
-
გადახედვასაპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება
კომენტარები