90-იან და 2000-იან წლებში საპნის ოპერები საქართველოში ყველაზე პოპულარული გასართობი იყო.

მაშინაც და დღესაც, ტელენოველები გარკვეული სქემით მოქმედებდნენ, რომელიც წინასწარ იყო გაწერილი და მათი დარღვევა ლათინოამერიკულ სერიალებს თავდაყირადააყენებდა.

იმ ათასობით კლიშედან, რომელსაც ტელენოველებში ვხვდებით, დღეს მხოლოდ ათს წარმოგიდგენთ:

1. ტელენოველებში ძალიან უყვართ ერთმანეთთან სტუმრად სიარული - გაუფრთხილებლად და ისეთ საქმეებზე, რომლებიც ტელეფონითაც გვარდება

2. იმის მიუხედავად, რომ მთელი დღე შეიძლება სახლში იყვნენ, ყოველთვის საღამოს კაბა აცვიათ

3. და რა თქმა უნდა, ქალები ყოველთვის მაღალ ქუსლებზე დგანან

4. ყველას მუდამ თან დააქვს პარიკი და შავი სათვალე, რათა გარეგნობა წამში შეიცვალოს

5. და რამდენჯერ გინახავთ სულ უბრალო მიზეზის გამო სუფრიდან წამომხტარი ადამიანი, ფრაზით - "მადა დავკარგე". ამდენ საჭმელს ვის უტოვებ?!

6. გარდა ამისა, წინ საათობით უდევთ ერთი თეფში

7. არასდროს იხედებიან ჭუჭრუტანაში, სანამ კარს გააღებენ

8. და რა არის ადამიანის მოკვლის საუკეთესო მეთოდი?! რა თქმა უნდა, კიბიდან დაგორება.

9. პერსონაჟები ყოველთვის ესაუბრებიან საკუთარ თავს, როდესაც სარკეში იყურებიან

10. და ბოლოს, არასდროს ემშვიდობებიან ერთმანეთს ტელეფონზე საუბრის დროს