ე.წ. წითელი ცხვირების საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო
ე.წ. წითელი ცხვირების საქმეზე დავის მხარეებს შორის მორიგებით დასრულების ხელშეწყობისთვის მოსამზადებელი სხდომა გადაიდო. მხარეებს სასამართლოს გარეშე მორიგე მოსამართლემ შესთავაზა, რაც მხარეებმა გაიზიარეს.
მოსამზადებელი სხდომა 4 აპრილს 12:00-ზე გაიმართება.
სამოქალაქო დავაში ერთ-ერთი მხარე, თეონა ბაღდავაძე აცხადებს, რომ მორიგება მხოლოდ მაშინ შედგება, თუ აკა სინჯიკაშვილი აღიარებს ცილისწამებას.
"დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ სასამართლო დავის დასრულების ერთ-ერთ გზად მორიგება შემოგვთავაზა. თუმცა მორიგებაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი იტყვის, რომ ის ცილისმწამებლური დამოკიდებულება, რაც მას ჰქონდა ჩემ მიმართ, იყო არასწორი. სხვა შემთხვევაში მორიგება ვერ შედგება", — განაცხადა ბაღდავაძემ.
აკა სინჯიკაშვილისა და თეონა ბაღდავაძის დაპირისპირება ე.წ. წითელი ცხვირების საქველმოქმედო კამპანიის გარშემო 2017 წელს დაიწყო. გაყიდვებიდან შემოსული თანხა თავშესაფრის აშენებას და ლეიკემიით დაავადებული ადამიანის მკურნალობას უნდა მოხმარებოდა. წითელი ცხვირის ღირებულება ხუთი ლარი იყო.
აკა სინჯიკაშვილის მტკიცებით, კამპანიის ფარგლებში 15 ათასი წითელი ცხვირი გაიყიდა და 75 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს. მისი თქმით, მას მხოლოდ 35 ათასი ლარი გადასცეს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ფინანსურმა პოლიციამ სინჯიკაშვილის განცხადების საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. ფინანსურმა პოლიციამ ამ საქმეში დანაშაულის ნიშნები ვერ იპოვა და გამოძიება არ დაიწყო.
ამავე დროს ბაღდავაძე დავას აგრძელებს სასამართლოში. ის ითხოვს აკა სინჯიკაშვილმა მას და Red Nose Day Georgia-ს ბოდიში მოუხადოს და დღის ცენტრის ასაშენებლად მიღებული ფული დააბრუნოს. ბაღდავაძის თქმით, სინჯიკაშვილმა 35 ათას ლარამდე თანხა გაფლანგა.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები