ცემაზე ბრალდება სიცრუეა, პაციენტს დავალიანება აქვს, ალბათ, ამიტომ აწყობს პროვოკაციებს — ქირურგიის ცენტრი
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ეგვიპტის მოქალაქის, ვაგდია ელკორაიეს ცემის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მათი განმარტებით, ელკორაიე თავად გამოირჩეოდა აგრესიით და სამედიცინო პერსონალის მიმართ უპატივცემულობით.
ქირურგიის ცენტრში ამბობენ, რომ სიცრუეა ისიც, თითქოს ელკორატიეს მამას კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ მიეწოდება. მათი თქმით, პაციენტს საავადმყოფოში დავალიანება აქვს, რაც ეჭვს აჩენს, რომ მისი შვილის ქმედებები პროვოკაციის მცდელობაა.
კლინიკაში ამბობენ იმასაც, რომ ელკორაიე თავად უქმნის საფრთხეს თავისი მამისა და სხვა პაციენტების ჯანმრთელობას. მათივე თქმით, ის არაერთხელ შეიჭრა რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც სხვა პაციენტებიც არიან. კლინიკაში განმარტავენ, რომ გუშინ, 20 თებერვალს ელკორაიემ "დებოში" მოაწყო და საჭირო გახდა პოლიციის გამოძახება.
20 თებერვალს ელკორაიეს ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საავადმყოფოს დაცვის თანამშრომლები მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავს დაესხნენ. მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ელკორაიეს პალატიდან სახვევები გამოჰქონდა. მისივე თქმით, ამ გზით ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მამამისს კლინიკაში ცუდად უვლიდნენ, რის შემდეგაც მას ჭრილობაზე მატლები დაესია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. მათივე თქმით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან კონფლიქტში მონაწილე პირები, დაინიშნება შესაბმისი ექსპერტიზები.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ დაწესებულება მიმართავს ყველა სამართლებრივ ბერკეტს საკუთარი ინტერესების დასაცავად, მათ შორის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით.
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
კომენტარები