მითები და ზღაპრები ჰარი პოტერის სამყაროს მიღმა
თუ, ჰარი პოტერის ერთგული ფანი ხართ და ესე იგი როულინგის ჯადოსნურ სამყაროსაც კარგად იცნობთ, მაშინ აუცილებლად გეცოდინებათ, რომ ჯადოსნური ცხოველების პოვნა 1926 წლის ნიუ იორკში, ედი რედმეინის ჩემოდანში შეგიძლია.
მონსტრებისა და მითიური ურჩხულების არსებობა ჯოან როულინგისთვის ჯადოსნური სამყაროს შექმნის წინაპირობაა. ისინი გარკვეულწილად ამ სამყაროს სიმბოლურ და ფსიქოლოგიურ სიღრმეებს სძენენ, რაც უკვე ანიჭებს მას უნიკალურ ჯადოსნურობას. თუმცა ყოველი დრაკონის, ჰიპოგრიფისა თუ უნიქორნის უკან უთვალავი ფოლკლორული ზღაპარი დგას. როულინგი კლასიკურ მონსტრებსა (ტროლები და კენტავრები) და ფოლკლორულ ზღაპრებს (ბოუთრაქლიები, ელფები) ერთმანეთში რევს და ბოლოს ახალ არსებას, დემენტორს ქმნის.
ზოგიერთი მონსტრი, ვიდრე მათი წინაპრები, უფრო მეტადაა ცნობილი. მაგალითად, ბოგარტი ან გრინდილოუ. ისინი სათავეს კელტური ან ინგლისური ფოლკლორიდან იღებენ და ნაკლებად ფანტასტიკური ისტორიებით გამოირჩევიან. გრინდილოუს მოძრავ წყლის მცენარეებთან ბევრი საერთო აქვს, გუბეში ცხოვრობს და ბავშვებს თავისი გრძელი, მწვანე ხელებით გატაცებით ემუქრება. მისი არსებობა ერთგვარი გაფრთხილებაა მშობლებისთვის, რომ თავიანთი შვილები ფარულ საშიშროებას მოარიდონ.
როულინგის ყველაზე საყვარელი მონსტრების უმრავლესობამ ანტიკური სამყაროდან თანამედროვე ეპოქაში შემოდგეს ფეხი. წითელი და ოქროსფერი შეფერილობის მქონე ფენიქსი ფიუკსი მხოლოდ ჰარი პოტერით არ შემოიფარგლება. მისი საწყისების პოვნა ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის ჰეროდოტეს ისტორიებში შეიძლება. ხშირად ჰეროდოტეს, როგორც ისტორიის, ისე ტყუილების მამასაც უწოდებენ. მის სამოგზაურო ჩანაწერებში ბევრჯერ შეხვდებით ისეთ აღნიშვნებს, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ გადამოწმებას. მაგალითად, ის წერდა, რომ ეგვიპტეში ფენიქსები ცხოვრობდნენ. ჰეროდოტე ამბობდა კიდეც, რომ ფრინველი არ ჰყავდა ნანახი და მხოლოდ თავისივე წარმოდგენებით შემოიფარგლებოდა.
რომაელი ისტორიკოსი, ტაციტუციც ახსენებს ფენიქსს ისევ ეგვიპტეში, ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში ტიბერიუსის მმართველობის დროს. ტაციტუცი ფრინველის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ვერ თანხმდება, თუმცა აღნიშნავს, რომ ფენიქსი დაახლოებით 500 წელი ცოცხლობს. წყაროები ფრინველის ნისკარტსა და ფრთებზე ანონიმურია, თუმცა უმეტესობა თანხმდება, რომ ის ყველა დანარჩენ ფრინველთა ჯიშისგან განსხვავდება და მზესთანაა დაკავშირებული. საინტერესოა ისიც, რომ ტაციტუცი და ჰეროდოტე არ წერენ იმას, რომ ფრინველი სიკვდილის დროს მისივე გაჩენილი ალისგან იბადება. მათი ჩანაწერების მიხედვით, ფენიქსს დედამისის გარდაცვალების დროს მშობლის სხეული მიაქვს განსაზღვრულ დისტანციაზე და შემდეგ მარხავს მას. თუმცა ჰეროდოტე როგორც აღნიშნავს, ეს პროცესი მისთვის დაუჯერებელია.
ჰარი პოტერის ერთ-ერთი ცხოველი, რომელიც მის ნატურას იცვლის, ჰაგრიდის მოშინაურებული მრავალთავიანი ძაღლი ფლაფია.
ცერბერუსს, რომელიც ბერძნულ მითებში ჰადესის კარიბჭეს იცავს, გველის კუდი აქვს, თუმცა მისი თავების რაოდენობა განსაზღვრული არ არის. პოეტი ჰესიოდე წერდა, რომ ის 50-თავიანი ურჩხული იყო, თუმცა პოეტი პინდაროსი, ამ შემთხვევაში, გაცილებით ამბიციურია და ფიქრობს, რომ ძაღლს 100 თავი ჰქონდა. გვიანდელი ბერძენი და რომაელი მწერლები, ძირითადად, სამ ან ორ თავს ახსენებენ, რაც მათ დროინდელ ლარნაკებზეა აღბეჭდილი. მაგალითად, ლუვრში ერთ-ერთ ლარნაკზე სწორედ ცერბერუსია დახატული. მიუხედავად მისი თავების გაურკვეველი რაოდენობისა, ცერბერუსსა და ფლაფის, ფილოსოფიური ქვის მცველ ძაღლს, ერთი საერთო აქვთ: მათი მოდუნება მუსიკითაა შესაძლებელი.
ცერბერუსის პარალიზებას ქნარზე დაკვრა სჭირდება სულ მცირე ისეთი მუსიკოსის მიერ, როგორიც ორფეოსი იყო. ფლაფი, ამ შემთხვევაში, მარტივად დასაძინებელი ცხოველია - მისი დამშვიდება მოჯადოებული არფითაა შესაძლებელი. ცერბერუსის მითის საფუძველზე, როულინგმა ფლაფს მცველი ძაღლის ფუნქცია მიანიჭა, რომელიც ჰარი პოტერის პირველ ნაწილში ფილოსოფიურ ქვას იცავდა და საიდუმლო კარს ზემოდან ეწვა. ჰარიმ, ჰერმიონმა და რონმა სწორედ მისი დაძინებით დაიწყეს "კარიბჭეში" შესვლა. ალბათ, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მათ ბერძნული მითოსის ცნობილი ქვესკნელის ჭიშკარი შეაღეს, სადაც დამტანჯველი პაზლების ამოხსნა, სხვადასხვა საფრთხისა და ემოციური ტრავმის გავლა მოუწიათ.
საერთო მითოსის შექმნის პროცესი
ფილოსოფიური ქვის ფესვების ამოკითხვა როგორც მითოსში, ისე ისტორიაშიც შესაძლებელია. დამბლდორის მეგობარი, ფილოსოფიური ქვის შემქმნელი ნიკოლას ფლამელი რეალურად მეთოთხმეტე საუკუნის მწერალი იყო და პარიზში ცხოვრობდა. მისი სიკვდილის გასვლიდან დიდი ხნის შემდეგ გაირკვა, რომ მან თითქოს უკვდავების საიდუმლო ამოხსნა, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს. დღემდე პარიზში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ჰქვია.
დრაკონებიც კი, რომელთა მითებითაც როგორც ევროპა, ისე აზიაც დატვირთულია, სათავეს ბერძნული სიტყვიდან - drakon იღებენ. ერთ-ერთ დრაკონს ჯოან როულინგი გამობურცული თვალებითა და მოკლე დინგით ახასიათებს და ჩინურ ცეცხლაკუდა დრაკონს უწოდებს. რაც შეეხება ბასილისკოს, რომელიც ჰარი პოტერის მეორე ნაწილში - საიდუმლო ოთახში მილებში დასრიალებს, მისი სახელიც ბერძნებს უკავშირდება.
როულინგმა ბასილისკოს მითი გააცოცხლა: ბერძნულ მითებში თავისი ტოქსიკური ძალებით ისიც ყველაფერს ანადგურებს გზად. თუმცა მკითხველთათვის სასიხარულოდ, მან ის ფატალური დეფექტი არ გამოიყენა, რასაც რომაელი ფილოსოფოსი, პლინიუს უფროსი აღწერს "ბუნების ისტორიაში": ბასილისკოს განადგურება დედოფალას სუნით შეიძლებოდა.
ჰარი პოტერში ყველაზე ამოუცნობი არსებები კენტავრები არიან, რომლებიც აკრძალულ ტყეში ცხოვრობენ. ისინი ცენტრალურ საბერძნეთში, მთა პელიონზე მცხოვრები კენტავრების შთამომავლები არიან. მათ ცუდი რეპუტაცია ჰქონდათ, თუმცა ეს კენტავრ ფლორენციასა და მის მეგობრებს არ ეხებათ. მისი ცოდნა ასტროლოგიის შესახებ კენტავრ ქირონს უკავშირდება, რომელიც თეზევსის, აქილევსისა და სხვა ბერძენი გმირების მასწავლებელი იყო.
იტალიის ქალაქ ნეაპოლის არქეოლოგიურ მუზეუმში უძველესი რომაული ქალაქის, ჰერკულანუმის დროინდელი ფრესკა ინახება, რომელზეც ქირონი, თავისი ადამიანური ხელებით აქილევსს ქნარზე დაკვრას ასწავლის. მისი უკანა ფეხები ზედატანის უკანაა მოქცეული, ხოლო წინა ფეხები მის წონასა და ტანს პროპორციულს ხდის.
ჯადოსნობა და მეტაფორა
ურჩხული ორი არსების, კენტავრისა და ქალთეების ნარევია, რაც ფოლკლორის ძირითადი ნაწილია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ჰარი პოტერში მათზე გაცილებით უცნაური და ამოუცნობი არსებები გვხვდება, მაგალითად, ჰიპოგრიფი, რომელიც რეალურად ადრეული მე-16 საუკუნით თარიღდება და სათავეს იტალიური პოემიდან იღებს.
თუმცა, ცხენის, არწივისა და ლომის კომბინაცია უფრო ადრეულ საუკუნეებს უკავშირდება. ვირგილიუსი მის ერთ-ერთ წიგნში აღწერს სცენას, რომელსაც ურყევი კანონები აღარ ექვემდებარება: არწივისა და ლომის კომბინაცია, იგივე გრიფინი, ქალთევზასთან წყვილდება და როგორც თვითონ აღნიშნავს, მშიშარა ირემი მეძებარ ძაღლებთან ერთად იწყებს დალევას.
ჰიპოგრიფის არსებობა თავისთავადვე შეუძლებელია არა მისი არარეალური ბუნების გამო, არამედ ცნობილი მტრობის გამო (ყოველ შემთხვევაში, ვირგილიუსის აუდიენციისთვის), რომელიც ცხენებსა და გრიფინებს შორის იყო გაჩაღებული.
საინტერესოა ის, რომ როულინგს წიგნში თითქმის არ გამოუყენებია ნიმფებისა და სატირების სიმბოლიზმი, რითიც ბერძნული მითოსია ცნობილი. ცეცხლოვან თასშია ერთადერთი მომენტი, სადაც ფლორი ამბობს, რომ საახალწლო დეკორაციებად ბეუქსბატონის სკოლაში ხის ნიმფები აქვთ. როგორც ჩანს, დეკორაციის გარდა, ნიმფებს როულინგის სამყაროში სხვა როლი არ აკისრიათ.
ჯადოსნურ სამყაროში, რომელიც სწორედ ასეთი მითოსური არსებებითაა სავსე, მკითხველებს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, იმავდროულად, უამრავი თინეიჯერი ცხოვრობს. თუმცა ნაწარმოების არც ერთი ნაწილი არ მოიცავს სექსუალურ კონტენტს. ის ცხოვრების წესი, რომელსაც ნაყოფიერების დემონები, სატირები გვთავაზობენ, სრულიად არ ჩანს. ნიმფადორა ტონკსაც კი, რომლის სახელიც ბერძნული მითოსიდან იღებს სათავეს, თითქმის არანაირი საერთო აქვს ნიმფებთან, გარდა იმისა, რომ მას გარეგნობის ტრანსფორმირება შეუძლია. ნიმფების შემთხვევაში, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში იცვლებიან, თუ თავაშვებული სატირის თავიდან მოცილება სურთ.
დანარჩენ არსებებს ალეგორიული მიზნები აქვთ: მაგალითად, ელფებს როულინგის სამყაროში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. სახლის ელფები მონობის ერთგვარი შეხსენებაა მკითხველისთვის. იმავენაირად, კენტავრები და გიგანტები ამბრიჯის ჰოგვარტსის მმართველობის ქვეშ მუდმივად იტანჯებიან, მისი ეშინიათ, რადგან ამბრიჯისნაირ ჯადოქრებს ადამიანებთან შედარებით ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებათ. ამ დაჩაგრულობის გაიგივება რასიზმთანაც შეიძლება.
მიუხედავად იმისა, რომ დრაკონები და ბასილისკო ჰარისა და მის მეგობრებს უდიდესი საფრთხის ქვეშ აყენებენ, ყველაზე საშიშ არსებებად მაინც დემენტორები მიიჩნევიან, არსებები, რომლებიც თვითონ როულინგმა გამოიგონა. ის ბეჭდების მბრძანებელში არსებულ შავ მხედარს ჰგავს. თუმცა მათში უნიკალური სწორედ იმ ემოციური ტკივილის მიყენებაა, რისი ატანაც ჰარის თავიდან ძალიან უჭირს. როულინგმა დემენტორები თავისივე გამოცდილებებიდან შექმნა, რაც გვახსენებს, რომ ყველაზე ბნელი ურჩხულები, რომლების წინაშეც აღმოვჩნდებით, მხოლოდ ჩვენივე გონებაში ბუდობენ.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები