ებისმიერი ქვეყნის პროგრესის მთავარი წყარო მომავალი თაობაა. ამას ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანები ხვდებოდნენ, ფილოსოფიურ ჩარჩოებში კი ძველმა ბერძენმა მოაზროვნეებმა მოაქციეს. სოკრატეს, პლატონს, არისტოტელეს თუ სხვა გამოჩენილ ფილოსოფოსებს სწამდათ, რომ სამყაროში დაგროვებული ცოდნა აუცილებლად უნდა გაეზიარებინათ პატარებისთვის, რომლებიც მომავალში საკუთარი საქმიანობით ქვეყანასა და მთელ კაცობრიობას გამოადგებოდნენ.

მას შემდეგ სამყაროში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ უცვლელი დარჩა ეს პრინციპი. მომავალი თაობა ყოველთვის პრიორიტეტულია და ყველა, ვინც ამ პრინციპს არ ეთანხმება, დამარცხებული იქნება. სათქმელად მარტივია, მაგრამ ამ ყველაფერს საქმით დამტკიცება სჭირდება. ხელშეწყობისა და დაფასების გარეშე, რთულად წარმოსადგენია ბავშვებს პროგრესის განცდა გაუჩნდეთ. მაშინ, როდესაც საკუთარი ინტერესების პრაქტიკაში განსახორციელებლად საბაზისო რესურსები არ გაგაჩნია, თითქმის შეუძლებელი ხდება განვითარება.

როგორც ჩანს, ეს კარგად აქვს გააზრებული თიბისის, რომელიც უკვე მრავალი წელია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით არაერთ აქტივობას ახორციელებს. 2019 წელი კომპანიამ მომავალ თაობაზე ზრუნვის წლად გამოაცხადა და 200 ნიჭიერ ახალგაზრდას ერთწლიანი სტიპენდია დაუნიშნა.

სხვადასხვა მიზეზების გამო მომიწია, რომ შემეწყვიტა ენის სწავლა, ახლა კი საშუალება მაქვს გავაგრძელო, რაც ძალიან მიხარია

ანა, 15 წლის

სტიპენდიანტებს შორის სხვადასხვა ინტერესების მქონე ბავშვები არიან. ზოგიერთი მათგანი შემოქმედებითი ნიჭით არის გამორჩეული, ზოგიერთი ტექნიკურით, ზოგიც კი გამომგონებელია. სტიპენდიანტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრობენ და საკუთარი წარმატებული გზის გაკვლევას დიდი შრომისა და მუდმივი სწავლის პროცესით ცდილობენ.

ანა ჯაფარიძე

ნა ჯაფარიძე თიბისის სტიპენდიანტებისგან ერთ-ერთია. 15 წლის ანა ლიტერატურითაა გატაცებული და მან ეს სატელევიზიო შოუში "წიგნების თარო" არაერთხელ დაამტკიცა. სხარტი გონებისა და დიდი ცოდნის დამსახურებით, ანამ ბლიც კითხვების ტურში რამდენჯერმე გამოიჩინა თავი და მაყურებლის სიყვარულიც დაიმსახურა. მისი გუნდი "წიგნების თაროს" ნახევარფინალში გავიდა და დამაჯერებელი თამაში აჩვენა.

ფოტო: თიბისი

"ანა ბავშვობიდან გატაცებულია კითხვით. კითხულობს ყველაფერს, რაც ხელში ჩაუვარდება, რადგან ამის გარეშე ფაქტობრივად არ შეუძლია. ეს მისი ცხოვრების ნაწილი გახდა", - ამბობს ანა ჯაფარიძის დედა, ქალბატონი დარეჯანი.

ის გვიყვება, რომ ანა ფაქტობრივად ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიზარდა, სადაც ქალბატონი დარეჯანი მუშაობს. ანა ჯაფარიძე ხუთი თვის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. ქალბატონი დარეჯანი გვიყვება, რომ მის შვილს პატარაობიდან მოყოლებული კარგად ესმოდა განათლების ფასი. მის განსაკუთრებულ უნარსა და ნიჭს ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც ყველა იცნობს.

ლიტერატურის მოყვარული ანა სტიპენდიაზე სწორედ ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წარადგინა. მის წარმდგენებს შორის იყო ილია ვეკუას სახელობის 42-ე სკოლაც, რომელშიც ანა სწავლობს. მისმა შედეგებმა და გამორჩეულმა ნიჭმა თიბისის ყურადღება მიიპყრო და გადაწყდა, რომ ის ერთი წლის განმავლობაში სტიპენდიას მიიღებდა.

"როცა გავიგე, რომ თიბისის სტიპენდიანტი გავხდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს სტიპენდია დამეხმარება განვითარებაში, რადგან მინდა გავაგრძელო ინგლისური ენის სწავლა. სხვადასხვა მიზეზების გამო მომიწია, რომ შემეწყვიტა ენის სწავლა, ახლა კი საშუალება მაქვს გავაგრძელო, რაც ძალიან მიხარია", - ამბობს ანა ჯაფარიძე.

სოფიო ჟივიძე

ფოტო: თიბისი

იბისის კიდევ ერთი სტიპენდიანტი მოცეკვავე სოფიო ჟივიძეა, წეროვანიდან. მან თავისი ნიჭი ქართული ტრადიციული ცეკვების წრეზე აღმოაჩინა, შემდეგ კი სამეჯლისო ცეკვების მიმართულებით გააგრძელა საქმიანობა. სოფიოს გადაცემა ნიჭიერის მაყურებლები კარგად იცნობენ, რადგან ის და მისი ანსამბლი "წეროები" მასში მონაწილეობას იღებდნენ.

სოფოზე ჩვენ ერთხელ უკვე მოგიყევით, როდესაც 2008 წლის ომთან დაკავშირებით შემოგთავზეთ მასალა "ომის ბავშვები".

წაიკითხეთ:

- ომის ბავშვები;

16 წლის მოცეკვავის შესახებ თიბისიმ მისი სკოლისგან გაიგო, რომელმაც კომპანიას ხელოვნებაში, მუსიკაში, ცეკვაში აქტიურად ჩართული ბავშვების სია გადასცა. სოფიო მართლაც გამორჩეულად ცეკვავს და სწორედ ამიტომ, თიბისიმ მისი ნიჭის განვითარებისთვის ხელშესაწყობად მოცეკვავეს ერთწლიანი სტიპენდია დაუნიშნა.

აქაურობა უდაბნოს ჰგავდა, ცუდად მახსოვს, ადაპტაცია რთული იყო. არც ერთი ხე არ იდგა, არავის არ ვიცნობდით, სახლებიც გვერეოდა, რადგან ყველა სახლი ერთმანეთს ჰგავდა. თავიდან ვერ ვიაზრებდი, რომ სახლი დავკარგე და იქ ვერ დავბრუნდებოდი.

სოფიო, 16 წლის, "ომის ბავშვები"

"ჩემთვის ეს დიდი ბედნიერება იყო, როცა გავიგე, რომ თიბისის სტიპენდიანტი გავხდი. ამის შესახებ ჩემი დირექტორისგან გავიგე. დამირეკა და მითხრა, რომ თიბისის რჩეული გავხდი. მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი. არ ვიცი მადლობა როგორ გადავუხადო", - ამბობს ახალგაზრდა მოცეკვავე სოფიო ჟივიძე.

ჩვენ ვკითხეთ, როგორ დაეხმარებოდა ყოველთვიური გარანტირებული სტიპენდია მას კარიერულ წინსვლაში, რაზეც გვიპასუხა, რომ სტიპენდიის დახმარებით ის კონკურსებში მიიღებს მონაწილეობას.

"ამ თანხას ცეკვაში ან სწავლაში გამოვიყენებ. კონკურსებზე დავდივარ ყოველთვიურად, რისთვისაც თანხაა საჭირო, ამიტომ ხანდახან ვერ ვახერხებ მონაწილეობის მიღებას. ახლა კი კონკურსს არ ჩავაგდებ", - ამბობს სოფიო.

ლუკა მწითური

ფოტო: კადრი ვიდეოდან / თიბისი

უკა მწითური 13 წლის ბიჭია და გამორჩეული ახალგაზრდა კალათბურთელია. ის ზაზა ფაჩულიას აკადემიაში თამაშობს და თავისი გუნდის კაპიტანია. ნიჭისა და მონდომების შედეგად, ლუკამ ზაზა ფაჩულიას აკადემიისგან მოულოდნელი საჩუქარიც მიიღო - ის ახლა გუნდში უფასოდ ირიცხება.

მისმა გუნდმა ლუკა მწითური თიბისის სტიპენდიაზე წარადგინა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი კალათბურთელი. კომპანიამ ახალგაზრდა სპორტსმენის შესაძლებლობები შეაფასა და მასში დიდი ნიჭი დაინახა. სწორედ ამიტომ, თიბისიმ მას ყოველწლიური სტიპენდია დაუნიშნა.

"ძალიან გაგვიხარდა, როცა გავიგეთ, რომ ლუკა სტიპენდიანტებს შორის იყო. ეს არის მისი შრომისა და ნიჭის ერთგვარი დაფასება და რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ. ორი წელია ლუკა კალათბურთს თამაშობს და მისი წარმატებებიდან გამომდინარე, აკადემიაშიც უფასოდ სწავლობს. ასეთი გადაწყვეტილებები მას წარმატების მიღწევაში ძალიან დაეხმარება", - ამბობს ლუკას დედა, ქალბატონი ნინო.

ვალერი ბაშარული

ფოტო: თიბისი

ალერი ბაშარული 12 წლის მხატვარია, რომელიც ქალაქ გორში დაიბადა, 2008 წლის ომის შედეგად კი, საცხოვრებლის დატოვება მოუხდა. ხატვა პირველად ორი წლის ასაკში დაიწყო, როცა მის გონებაში ჯერ კიდევ ტანკები და ბომბები იყო დალექილი. თავისი პირველი ნახატი სწორედ ამ თემაზე შექმნა, ხატავდა გუშაგებს, ჯარისკაცებსა და ომს. მაშინ სულ რაღაც სამი წლის იყო, თუმცა მომხდარმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა.

დღეს უკვე თავის თაობაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მხატვარია. სამხატვრო ხელოვნება და ტექნიკა სულაკაურის სტუდიაში შეისწავლა. ახლა ზეთით, აკვარელითა და ფანქრით ერთნაირად კარგად ხატავს. ამბობს, რომ მისი საყვარელი მხატვარი ლეონარდო და ვინჩია და როცა გაიზრდება, უნდა, მას ჰგავდეს. ბოლო დროს იმპრესიონისტებით დაინტერესდა და შთაგონების წყაროდ მათ ნამუშევრებს იყენებს.

ვცდილობ, ბევრი ვისწავლო ინტერნეტიდან, უამრავ ვიდეოს ვუყურებ და ბევრ ახალ აღმოჩენას ვაკეთებ

ვალერი, 12 წლის

ვალერის წარმატებების ნუსხას გასულ ზაფხულს საფრანგეთში საზაფხულო სკოლაში ვიზიტიც უნდა დავუმატოთ. მან ეს საჩუქარი Educare-ის ჩატარებულ კონკურსში მიიღო და 3 კვირით გამეგზავრა.

12 წლის ასაკში ვალერი უკვე თიბისის სტიპენდიანტიც გახდა.

"თიბისის სტიპენდია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იცით, მხატვარს უამრავი რამ სჭირდება - საღებავები, ფუნჯები, ზეთები, რაც ძალიან ძვირია... სტიპენდია დაგვეხმარება, რომ ვალერიმ უფრო მეტი და უფრო უკეთ ხატოს", - ამბობს ვალერის დედა, ეკა ქენქაძე.

ხატვის გარდა, ვალერი სპორტითაც არის დაინტერესებული. ის კარატეზე დადის და ამ მხრივაც უამრავი წარმატება აქვს. ბოლო პერიოდში ფიზიკით დაინტერესდა და რობოტექნიკის ახალი წრეც აღმოაჩინა. უნდა, რომ მომავალში ფიზიკოსიც იყოს და მხატვარიც.

"მე მინდა, რომ ფიზიკოსი და მხატვარი გავხდე, როგორც და ვინჩი იყო. ვცდილობ, ბევრი ვისწავლო ინტერნეტიდან, უამრავ ვიდეოს ვუყურებ და ბევრ ახალ აღმოჩენას ვაკეთებ. სტიპენდია რომ მივიღე, ძალიან გამიხარდა. გადავწყვიტე, მთელი სტიპენდია ხატვაზე დავხარჯო, საღებავები ვიყიდო და ბევრი ნახატები მოვაგროვო", - ამბობს ვალერი.


ანას, სოფოს, ლუკას და ვალერის გარდა, თიბისი კიდევ 196 ნიჭიერ ახალგაზრდას ერთი წლის განმავლობაში სტიპენდიას მისცემს. თითოეული მათგანი უნიკალურია თავისი უნარებით, ცოდნითა და სამყაროს აღქმით. კომპანია ფიქრობს, რომ სწორედ ასეთი ახალგაზრდები ქმნიან საქართველოს მომავალს. ბავშვები, რომლებსაც სჭირდებათ ხელშეწყობა და მოტივაცია.