ეს ცნობილი კოცნა სულაც არაა რომანტიკული და გეტყვით, რატომ
თუ მსოფლიოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს იცნობთ, დიდი შანსია, 1945 წელს გადაღებული ეს სურათი ნანახი გქონდეთ: ჯორჯ მენდონზა გრეტა ციმერ ფრიდმანს ტუჩებში კოცნის. კაცი მეზღვაურია და აღტაცებულია იმ ამბით, რომ ოკეანეში დაბრუნება აღარ მოუწევს. ქალი სტომატოლოგის ასისტენტია, რომელიც შესვენებაზე ტაიმზ-სკვერზე გამოვიდა. ფოტო Life Magazine-ში დაიბეჭდა და ომის დასრულების სიმბოლოდ იქცა.
ჯორჯ მენდონზა რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ის სიცოცხლის ბოლომდე საყვარელ ქალზე, რიტაზე იყო დაქორწინებული. მისი გარდაცვალებიდან 24 საათის განმავლობაში ცნობილი კოცნისთვის დადგმულ ძეგლზე ვიღაცამ წითელი საღებავით #MeToo მიაწერა.
რთულია ისეთი ფოტოს პოვნა, რომელიც ამაზე უკეთ აღწერს ამერიკულ რომანტიკული იდეალებს. ეს იგივეა, რაც რიჩარდ გირის ჟესტი, რომლითაც ჯულია რობერტსის თითებს სამკაულის ყუთში "იმწყვდევს" ან ჯონ კიუსაკის გამოჩენა კისერზე შემოდებული ბუმბოქსით იონა სკაის ფანჯარასთან. მენდონზა მჭიდროდ ეხვევა ფრიდმანს წელზე, მას კი მუხლები ეკვეთება, თითქოს ვნებას ჰყავდეს ატანილი. ეს იდეალური კოცნის განსახიერებაა.
ფოტოზე გამოსახული ადამიანების იდენტიფიკაციას რამდენიმე წელი დასჭირდა — უამრავი ქალი და კაცი ირწმუნებოდა, რომ ფოტოზე სწორედ ის იყო აღბეჭდილი, რამაც საზოგადოების ინტერესი ერთიორად გააღვივა. რა დგას ამ ფოტოს უკან? - კითხულობდნენ ადამიანები: წყვილი წლების განშორების შემდეგ თავიდან შეხვდა ერთმანეთს? თუ ორმა უცნობმა ადამიანმა ასე გაუზიარა ერთმანეთს სიხარული?
სიმართლე არც ისე მომხიბვლელი აღმოჩნდა: მენდონზა, რომელსაც რამდენიმე ჭიქა ჰქონდა გადაკრული, შეყვარებულთან პაემანზე იმყოფებოდა, როცა ომის დასრულების შესახებ შეიტყო. ქუჩაში გამოსულმა მეზღვაურმა ფრიდმანი დაინახა, რომლის უნიფორმამაც ყველა ის მედდა გაახსენა, რომელთანაც ომის დროს შეხება ჰქონია. ეს კოცნა კი, როგორც თვითონ განმარტა, მადლიერების სპონტანური გამოვლინება იყო.
რაც შეეხება ქალს, ის სრულიად უძლური აღმოჩნდა: "ვერ დავინახე, რომ ჩემკენ მოდიოდა და სანამ გონზე მოვიდოდი, უკვე მაგრად ვიყავი შებოჭილი", - უთხრა ფრიდმანმა CBS-ს, - "ვიგრძენი, რომ ძალიან ძლიერი იყო, მჭიდროდ მიკრავდა სხეულზე... ამ შემთხვევას რომანტიკულს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. მე არ ამირჩევია ეს კოცნა. ის უბრალოდ მომიახლოვდა, ხელი ჩამავლო და მაკოცა".
რა თქმა უნდა, ომის დასრულების მომენტში უცნობი ადამიანის კოცნა შეიძლება ამაღელვებელიც იყოს, თუმცა როცა ფრიდმანის ვერსიას ისმენ, ფოტო უფრო და უფრო უსიამოვნო ხდება: მაგალითად ის, თუ როგორ არის მისი თავი მეზღვაურის იდაყვის მიღმა მოქცეული, თავის გაწევისა და ტუჩების არიდების შესაძლებლობის გარეშე.
ხანდახან ძველი ამბების გამოჩხრეკა ძალიან დამღლელია, რადგან ყველაფერი შეიძლება ისე არ აღმოჩნდეს, როგორც გვინდოდა, რომ ყოფილიყო. განსაკუთრებით, თუ საქმე იმ რომანტიკულ ისტორიებს ეხება, რომელთაც ჟურნალებში ან ეკრანზე ვხვდებით. ჯონ კიუსაკის პერსონაჟი საკმაოდ შემაშფოთებელია. რიჩარდ გირი კი... ნუთუ მართლა იმსახურებს გმირად შერაცხვას იმის გამო, რომ სექს-მუშაკს ჩვეულებრივი ადამიანივით ექცევა?
მენდონზას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ინტერნეტში ახალი ტალღა გაჩნდა: თანამედროვე ეპოქაში ეს საოცარი ფოტო, ალბათ, ძალადობად ჩაითვლებოდაო.
თუ მომხმარებლების ერთი ნაწილი სერიოზულად აცხადებდა, რომ სამყარო ზედმეტად მგრძნობიარე გახდა, სხვები საპირისპირო აზრზე იყვნენ და აცხადებდნენ, რომ არასწორია, "ამ საშინელ კაცს" პატივი მივაგოთ.
სინამდვილეში განცხადება, რომ ეს ფოტო თანამედროვე ეპოქაში ძალადობად ჩაითვლებოდა, მოსაზრება კი არა, ფაქტია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მენდონზა მონსტრი იყო ან ადამიანები 1945 წელს ცუდები იყვნენ. ეს უბრალოდ იმის დასტურია, რომ ყველა ისტორია ისეთი არაა, როგორიც ჩვენ გვინდა. ჩვენი ფანტაზიები სხვა ადამიანების რეალური გრძნობებით შეიძლება დამახინჯდეს.
ფრიდმანმა აღნიშნა, რომ მენდონზასთან მეგობრული ურთიერთობა განაგრძო და დღესასწაულებზე მისალოც ბარათებსაც უგზავნიდნენ ერთმანეთს. როცა Life-ის ფოტოგრაფმა წყვილი 1980 წელს ტაიმზ-სქუერზე დაიბარა, ფრიდმანი მივიდა, თუმცა კოცნის გაცოცხლებაზე უარი განაცხადა.
კოცნა, რომელიც ერთი ადამიანის სიხარულსა და მეორე ადამიანის გაოგნებაზეა დაფუძნებული, იდეალური კოცნა ნამდვილად არაა. და მოდით, ვაღიაროთ, არც არასდროს ყოფილა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
კომენტარები