მიზეზები, რის გამოც ბესელიამ პარტია დატოვა
ეკა ბესელიამ პარტია ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ბრიფინგზე დეპუტატმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის რთული იყო, თუმცა, ამავდროულად, სწორი და სამართლიანია.
დეპუტატმა საზოგადეობას უმრავლესობიდან წასვლის მიზეზები განუმარტა:
- მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ შექმნილი "ძალადობრივი რეჟიმის შექმოქმედი" მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე პარლამენტმა უარი თქვა;
- პარლამენტმა სახელი არ დაარქვა "ძალადობრივ რეჟიმს" და ირმა ინაშვილის რეზოლუცია ჩააგდო. პარლამენტარებმა ამ საკითხზე საკუთრი პოზიციის გამოხატვა ვერ გაბედეს;
- ქართული ოცნება პირველი ოქტომბრის იდეალებს აცდა და მათ შორის ღირებულებათა სხვაობაა;
- ბოლო ორი წლის განმავლობაში უშედეგო აღმოჩნდა ყველა მცდელობა გაეთავიუფლებინა პარტია "ნაციონალური მოძრაობის ნარჩენებისგან, რომელმაც საკმაოდ დიდი დოზით შემოაღწია შიგნით".
ბესელიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში მისვლის მთავარი მიზეზი მისთვის სამართლიანობა და სასამართლოს გათავისუფლება იყო და ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. დეპუტატმა განაცხადა, რომ ის პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება. მანვე აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს პოლიტიკური პლატფორმის შექმნას.
"ცხადია, ძალიან რთულია ვთქვა, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანშვილთან ერთად. რთულია ვთქვა მივდივარ სწორედ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა", — განაცხადა დეპუტატმა.
გუშინ, 21 თებერვალს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ბესელიასა და მისი მხარდამჭერების ინიცირებულ კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ პარტია დატოვა ლევან გოგიჩაიშვილმაც. ასევე ირმა ინაშვილის ინიცირებულ რეზოლუციას "სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის დანაშუალებირვად" გამოცხადების შესახებ.
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
კომენტარები