ოცნების დეპუტატები ადასტურებენ, რომ ბესელიას კანონპროექტის კენჭისყრამდე საერთო წერილი მიიღეს
ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილი ადასტურებს, რომ თანაპარტიელის, ეკა ბესელიას კანონპროექტის კენჭისყრამდე საერთო შეტყობინება მიიღო. ტაბულას ინფორმაციით, ამ შეტყობინებაში ეწერა, რომ მხარი არ დაეჭირათ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის 2024 წლამდე გადაწევისთვის, რადგან ეს ქართული ოცნების დატოვებას ნიშნავდა.
ამ თემასთან დაკავშირებით On.ge-მ საპარალამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი ჩაწერა. წერილის მიღებას ადასტურებენ თამარ ხულორდავა, ზაზა ხუციშვილი, რატი იონათამაშვილი და ნუკრი ქანთარია.
"კი, იყო ასეთი წერილი, ბიძინა ივანიშვილი არ იყო ავტორი. ბიძინა თავად დამირეკავდა. აქ არ იყო მოწოდება გუნდის დატოვებაზე, რჩევის სახით იყო, რომ თუ არ დაემორჩილებით ამ მოწოდებას, ეს ნიშნავს იმას, იმას", — ამბობს ნუკრი ქანთარია On.ge-სთან საუბრისას.
იონათაშვილი კი აღნიშნავს, რომ მიღებული წერილის შინაარსი ემთხვეოდა პოლიტსაბჭოს პოზიციას და მასში ახალი, ფაქტობრივად, არაფერი ეწერა. ისიც თანაგუნდელების მსგავსად ამბობს, რომ ეს არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილისგან ან ირაკლი კობახიძისგან მიღებული შეტყობინება.
დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ "ჩატში არ ჩაუხედავს", გედევან ფოფხაძის თქმით, კი მიმოწერაზე წვდომა არ ჰქონდა.
"გადმოცემით ვიცი, რომ მსგავსი ტექსტი იყო ჩათში ჩაგდებული, მაგრამ ვინაიდან ამ ჩათში არ ვარ, დანამდვილებით ვერ გეტყვით ეს წერილი რას გულისხმობდა. მაგრამ ვიცი, რომ იყო ტექსტი, რომელიც ხმის მიცემის ნეგატიურ შედეგებზე საუბრობდა", — განმარტა ფოფხაძემ.
წერილის მიღებას არ ადასტურებს ბიძინა გეგიძე და კობა ნარჩემაშვილი, შოთა ხაბარელი კი ამბობს, მიღებულ შეტყობინებას მის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია.
მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებაზე ეკა ბესლიასა და მისი თანამოაზრეების კანონპროექტი გუშინ, 21 თებერვალს პარლამენტმა ჩააგდო. კანონპროექტს ხმა 45-მა დეპუტატმა მისცა, 17 — წინააღმდეგი იყო. ქართული ოცნებიდან მხარდამჭერებს შორის იყვნენ: რევაზ არველაძე; ეკა ბესელია; ბიძინა გეგიძე; ლევან გოგიჩაიშვილი; ალექსანდრე ერქვანია; ზვიად კვაჭანტირაძე; ლევან კობერიძე; გიორგი მოსიძე; კობა ნარჩემაშვილი; ბექა ნაცვლიშვილი; ზაზა პაპუაშვილი; რუსლან პოღოსიანი; გია ჟორჟოლიანი;
გედევან ფოფხაძე; ალექსანდრე ქანთარია; ოთარ ჩრდილელი; მირიან წიკლაური.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები