მეგ რაიანი, რომანტიკული კომედიების დედოფალი კინოს უბრუნდება
როდესაც საქმე 90-იანი წლების ყველაზე დიდ ვარსკვლავებსა და რომანტიკული კომედიების დედოფლებზე მიდგება, პირველ რიგში სამი მსახიობი - ჯულია რობერტსი, მეგ რაიანი და სანდრა ბულოკი გვახსენდება.
თითოეული მათგანი ნამდვილად იმსახურებს ამ სტატუსს და მეტიც, მათი დამსახურებაა რომ რომკომმა, როგორც ჟანრმა თანამედროვე კინოსამყაროში თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
ჯულია რობერტსისა და სანდრა ბულოკის კარიერა ახლა აღმასვლის მეორე გზას გადის და როგორც აღმოჩნდა, იგივე სურს მეგ რაიანსაც, რომელმაც ბოლო მთავარი როლი ფილმში 10 წლის წინ შეასრულა, მისი კარიერა კი ბოლო პერიოდში ძირითადად უხარისხო კომედიური ფილმებისა და მეორეხარისხოვანი როლებით შემოიფარგლებოდა.
მიუხედავად ამისა, თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მეგი ჰოლივუდის ლეგენდაა. ფილმებით When Harry Met Sally, Sleepless in Seattle და You've Got Mail, მსახიობმა მოახერხა, ამერიკულ შოუ-ბიზნესში ოქროს ასოებით შესულიყო.
საბედნიეროდ, მეგმა პაუზაზე უარი თქვა და დაბრუნება გადაწყვიტა. სამომავლო გეგმებში კი სამი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს, მათ შორის ორი სერიალი.
მეგი სერიალში The Obsolescents მთავარ როლს მოირგებს და გარდა ამისა, ის შოუს პროდიუსერიც იქნება.
სერიალის სიუჟეტი ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ გარეუბანში ვითარდება, სადაც წყნარი და ადამიანური ურთიერთობები მას შემდეგ ნადგურდება, რაც ქალაქის საბჭოს წევრი უეცრად იღუპება.
ამ შოუს გარდა მეგ რაიანს კიდევ ერთი სერიალი Picture Paris აქვს გეგმაში, რომლის სიუჟეტიც 2011 წელს გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმს ეფუძნება. ისტორიის ეპიცენტრში კი გარეუბანში მცხოვრები დედაა, რომელიც ქმართან ერთად პარიზში მოგზაურობას მას შემდეგ გადაწყვეტს, როცა შვილი სახლიდან წასვლას და დამოუკიდებლად ცხოვრებას დაიწყებს.
რაც შეეხება დიდ ეკრანს, აქ მეგიმ ყველაზე სწორი ნაბიჯი გადადგა და ბრუნდება იმით, რითაც პოპულარული გახდა - რომანტიკული კომედიით.
The New York Times Magazine-სთან ინტერვიუში მსახიობმა თქვა, რომ ფილმის სცენარი თავად დაწერა, მისი რეჟისორიც თავად იქნება და სულ მალე მოსამზადებელი პროცესიც დაიწყება.
"ამ ეტაპზე სახელს ვერ გავამხელ, თუმცა გეტყვით, რომ მოსამზადებელი პერიოდი უკვე დაწყებულია და მიხარია, რომ რეჟისორი მე ვიქნები. ვიცი, რომ დროთა განმავლობაში რომკომების მიმართ მიდგომა ძალიან შეიცვალა, თუმცა ამ ჟანრის მიმართ დიდი ცოდნა მაქვს და დაბრუნებისთვისაც მზად ვარ", - ამბობს მეგ რაიანი.
ინტერვიუში მსახიობმა ფილმის შესაძლო სამსახიობო ანსამბლზეც ისაუბრა.
"ჩემი შთაგონების წყარო ნორა ეფრონი გახდა, რომელსაც ეს ჟანრი უმაღლეს დონეზე ჰქონდა აყვანილი. ამ ეტაპზე არ ვიცი კიდევ ვინ იქნება ფილმში, თუმცა ვხვდები ვინ მოსწონს მაყურებელს, მაგალითად: ჯენიფერ ლოურენსი, ემა სტოუნი, რაიან გოსლინგი და ა.შ.", - ამბობს მეგი.
იმედი ვიქონიოთ, რომ მეგის დაბრუნება კინო და ტელეეკრანზე ისეთივე შთამბეჭდავი იქნება, როგორიც თავად არის და ჰოლივუდიც კიდევ ერთხელ იქნება მზად მის მისაღებად.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები