იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 ახალი წევრი ჰყავს — ვინ არიან ისინი
მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრი აირჩიეს. კერძოდ, ლევან მიქაბერიძე, თემურ გოგოხია, ბადრი შონია და გელა აბუსერიძე.
საბჭოს წევრები აქციის ფონზე აირჩიეს. შედეგების გამოცხადების შემდეგ კი, შენობაში მყოფი აქტივისტი სკანდირებდა "სირცხვილი", რის შემდეგაც ის დაცვამ გაიყვანა.
მცირე ინფორმაცია ახალი წევრების შესახებ:
ლევან მიქაბერიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. უვადო მოსამართლედ ის 2019 წლის დეკემბერში აირჩიეს. პარლამენტში გასაუბრებისას მიქაბერიძემ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანური მმართველობის აღქმა არ აქვს.
გარდა ამისა, გასაუბრების მომენტისთვის მიქაბერიძე 37 წლის იყო, თუმცა მიაჩნდა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე 40 წლიდან უნდა ინიშნებოდნენ.
თემურ გოგოხია თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. 2019 წელს, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობდა, არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშილი ამბობდა, რომ თემურ გოგოხია საბჭოს ერთ-ერთი წევრის, რევაზ ნადარაიას ქვისლია. ჯანეზაშვილი აღნიშნავდა, რომ ნადირაიამ მისი აცილების საკითხი არ დააყენა.
გარდა ამისა, გოგოხიამ 2019 წელს 20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილა.
ბადრი შონია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა. შონია ბირჟა მაფიის საქმის მოსამართლე იყო. ამასთან, 2018 წელს კლუბ ბასიანის თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს გირაო შეუფარდა.
გოჩა აბუსერიძე 2020 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. 2020 წელს აბუსერიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო. გასაუბრებაზე ქართველი ქალის დახასიათებისას მან თქვა, რომ დედობა და შვილების გაჩენა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის პარალელურად, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან აქცია მიმდინარეობდა. აქტივისტები საბჭოს წევრების არჩევას აპრიტესტებენ და პროცესის შეჩერებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი მისწერეს და შარლ მიშელის შეთანხმებით აღებული პასუხისმგებლობები და ვალდებულებები შეახსენეს. კერძოდ, დიპლომატები აღნიშნავენ, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. მათი განცხადებით, ეს აჩვენებს ნამდვილ ერთგულებას მართლმსაჯულების გამჭვირვალობასა და მის მიმართ ნდობის გაზრდის საქმეში.
წერილს წერილითვე უპასუხა კახა კუჭავამ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დამტკიცება მიმდინარე წლის ივნისში ევალება. სპიკერი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს და საბჭოში ხუთი ვაკანსია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეუვსებელი დატოვოს.
შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხება. შეთანხმებაში წერია, რომ არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეიკავონ. ამასთან, მითითებულია, რომ პარლამენტს უნდა წარედგინოს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება 2019 წელს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა, ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ უკანასკნელის ნომინაციების დასაბუთების აუცილებლობა.
ასევე, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმა გამჭვირვალობის, მთლიანობის და სანდოობის მიზნით, მათ შორის დანიშვნებში, შეფასებებში, დაწინაურებებში, ტრანსფერებში, შედგენილია ზომები და საჩივრები, რომლებიც წარედგინება ვენეციის კომისიას და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) მოსაზრებისთვის და რეკომენდაციებისთვის, რაც სრულად უნდა შესრულდეს.
-
გადახედვაიოზვიაკი: ევროკავშირში საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული იოზვიაკი: ევროკავშირში საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული
-
გადახედვა"ვცდილობთ, აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ, არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია" — გომელაური "ვცდილობთ, აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ, არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია" — გომელაური
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ
-
გადახედვა"დაუშვებელია ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს" — სახალხო დამცველი ტელეფონით მუქარის ფაქტებზე "დაუშვებელია ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს" — სახალხო დამცველი ტელეფონით მუქარის ფაქტებზე
-
გადახედვაონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა ონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა
-
გადახედვათავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ თავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
კომენტარები