საქართველოში კვლავ მაღალი ინფლაციაა — იანვარში ფასების დონე წლიურად 13,9%-ით გაიზარდა
საქსტატის ინფორმაციით, იანვარში, ისევე როგორც დეკემბერში, წლიური ინფლაცია 13,9%-ს გაუტოლდა— ფასების დონის ზრდა ამაზე მეტად ბოლოს 2011 წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 14,3% იყო.
ამასთან, იანვარში, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასების საერთო დონე 1,1%-ით არის გაზრდილი.
იანვარში წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა — ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 16,2%-ით გაძვირდა და იქიდან გამომდინარე, რომ სურსათი ადამიანების სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, მასზე ფასების ზრდამ ინფლაციაში 5,27%-იანი წვლილი შეიტანა.
ასევე, უნდა ითქვას, რომ ბოლო ერთი წლის ჭრილში ფასები გაზრდილია თითქმის ყველა მსხვილ სასაქონლო ჯგუფში გარდა კავშირგაბმულობისა და ტანსაცმლისა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16,2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5,27 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (23,3%), პური და პურპროდუქტები (20,5%), ზეთი და ცხიმი (19,6%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (18,3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18,2%), თევზეული (16,6%), რძე, ყველი და კვერცხი (14,4%), ხილი და ყურძენი (13,7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11,9%), ყავა, ჩაი და კაკაო (7.8%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 44,8 პროცენტიანი მატება, რაც 3,69 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (68%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8,7%). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-3,1%);
როგორც ცნობილია, 2020 წლის იანვარში კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდია მოქმედებდა, შესაბამისად, 2021 წლის იანვარში კომუნალური ტარიფები შედარებულია 2020 წლის იმავე თვის სუბსიდირებულ ტარიფებთან, რაც იწვევს ზრდის შედარებით მაღალ მაჩვენებელს.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 16,2%-ით, რაც 2,08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23,3%).
მაღალი ინფლაციის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გამკაცრებულ რეჟიმში ტოვებს. გუშინ, 2 თებერვალს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 10,5%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
სებ-ის ინფორმაციით, მთლიანობაში, 2021 წლის პირველი ნახევრიდან მოყოლებული მაღალ ინფლაციას სურსათის, ნავთობისა და ტრანსპორტირების საერთაშორისო მასშტაბით გაზრდილი ფასები განაპირობებს. მათი თქმით, მაღალი ინფლაცია, მეტწილად, სწორედ იმპორტირებული საქონლიდან მომდინარეობს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარით გამოხატული ფასების ზრდით არის განპირობებული.
ეროვნულ ბანკში იმასაც აღნიშნავენ, რომ ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარება საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე წნეხს გარკვეულწილად არბილებს.
სებ-ში პროგნოზირებენ, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.
როგორც ცნობილია, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
კომენტარები