რა გაძვირდა ყველაზე მეტად იანვარში — სია
საქართველოში კვლავ მაღალი ინფლაციაა. საქსტატის ინფორმაციით, იანვარში, ისევე როგორც დეკებერში, წლიური ინფლაცია 13,9%-ს გაუტოლდა — ფასების დონის ზრდა ამაზე მეტად ბოლოს 2011 წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 14,3% იყო.
იანვარში წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა — ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 16,2%-ით გაძვირდა და იქიდან გამომდინარე, რომ სურსათი ადამიანების სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, მასზე ფასების ზრდამ ინფლაციაში 5,27%-იანი წვლილი შეიტანა.
ასეთია იმ 20 პროდუქტისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც იანვარში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა:
- კომბოსტო — გაძვირდა 213,8%-ით;
- ბუნებრივი გაზის გადასახდელი — გაძვირდა 78,3%-ით;
- ელექტროენერგიის გადასახდელი — გაძვირდა 73,8%-ით;
- ნაგვის გატანის გადასახდელი — გაძვირდა 58,1%-ით;
- წყლის გადასახდელი — გაძვირდა 57,7%-ით;
- ქლიავი — გაძვირდა 55,8%-ით;
- ლურსმანი — გაძვირდა 53,3%-ით;
- თერმომეტრი — გაძვირდა 43,1%-ით;
- გაზი გათხევადებული — გაძვირდა 39%-ით;
- ბენზინი — გაძვირდა 37,1%-ით;
- ბადრიჯანი — გაძვირდა 36,5%-ით;
- მარგარინი — გაძვირდა 35,8%-ით;
- შაქარი — გაძვირდა 34,9%-ით;
- ელექტროყავადანი — გაძვირდა 33,5%-ით;
- შპრიცი — გაძვირდა 32,3%-ით;
- დიზელის საწვავი — გაძვირდა 32,2%-ით;
- მანდარინი — გაძვირდა 30,7%-ით;
- კარტოფილი — გაძვირდა 30,7%-ით;
- ჭიქა — გაძვირდა 29%-ით;
- ქალის ზამთრის პალტო — გაძვირდა 29%-ით.
გარდა ამისა, გაძვირდა კიდევ 243 დასახელებელის პროდუქტი და მომსახურება, ხოლო გაიაფდა — 33.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის იანვარში კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდია მოქმედებდა, შესაბამისად, 2021 წლის იანვარში კომუნალური ტარიფები შედარებულია 2020 წლის იმავე თვის სუბსიდირებულ ტარიფებთან, რაც იწვევს ზრდის შედარებით მაღალ მაჩვენებელს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მთლიანობაში, 2021 წლის პირველი ნახევრიდან მოყოლებული მაღალ ინფლაციას სურსათის, ნავთობისა და ტრანსპორტირების საერთაშორისო მასშტაბით გაზრდილი ფასები განაპირობებს. მათი თქმით, მაღალი ინფლაცია, მეტწილად, სწორედ იმპორტირებული საქონლიდან მომდინარეობს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარით გამოხატული ფასების ზრდით არის განპირობებული.
სებ-ში პროგნოზირებენ, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.
როგორც ცნობილია, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები