კანადა აძლიერებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და აუქმებს ექსპორტის ნებართვებს
კანადამ სანქციების ახალი პაკეტი გამოაქვეყნა. სანქციები შეეხება 62 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა შორის ელიტისა და მსხვილი ბანკების წევრები არიან. კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ყველა საექსპორტო ნებართვა გააუქმეს.
"დღეს, რუსეთის უგუნური და საშიში სამხედრო დარტყმის ფონზე, ჩვენ ვაწესებთ შემდგომ, მკაცრ სანქციებს.
ეს სანქციები ფართომასშტაბიანია. ისინი სერიოზულ ხარჯებს დააკისრებენ თანამონაწილე რუსულ ელიტას და შეზღუდავენ პრეზიდენტ პუტინის შესაძლებლობას, განაგრძოს ამ გაუმართლებელი შემოჭრის დაფინანსება", — თქვა ტრუდომ.
სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშავა აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმაც.
გასული 24 საათის მთავარი ამბებია:
- პუტინი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო;
- რუსულმა ჯარებმა უკრაინას სხვადასხვა ტერიტორიიდან, მათ შორის ბელარუსიდან შეუტიეს, რასაც ლუკაშენკო უარყოფს;
- თავდასხმა სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში, მათ შორის, კიევის ოლქშიც მოხდა;
- რუსებმა კონტროლი დაამყარეს რამდენიმე აეროდრომსა და აეროპორტზე;
- რუსებმა ხელში ჩაიგდეს ჩერნობილის ატომური სადგური;
- ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს;
- უკრაინაში კომენდანტის საათი და საომარი მდგომარეობა გამოცხადდა;
- უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობები გაწყვიტა;
- ომის გასაპროტესტებლად აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, მოსკოვში გაიმართა, სადაც ასეულობით ადამიანი დააკავეს;
- ორივე მხარეს დაიღუპა ათეულობით სამხედრო, ზუსტი რაოდენობა უცნობია;
- რუსული რუბლი რეკორდულად გაუფასურდა;
- რუსეთის თავდასხმის შედეგად 57 უკრაინელი გარდაიცვალა, 169 დაიჭრა.
-
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები