ბრიტანეთი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა სანქციების ახალი პაკეტი ახლახან გამოაცხადა:
- ყველა მსხვილ რუსულ ბანკს გაეყინება აქტივები. ისინი გაირიცხებიან დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან. ეს მოიცავს VTB ბანკის სრულ და დაუყოვნებლივ გაყინვას;
- მსხვილ რუსულ კომპანიებსა და სახელმწიფოს აღარ შეეძლებათ, მოიზიდონ ფინანსები და აიღონ სესხი ბრიტანეთიდან;
- აქტივები გაეყინება 100 ახალ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს;
- ავიაკომპანია Aeroflot-ს დიდ ბრიტანეთში ფრენა ეკრძალება;
- შეჩერდება ორმაგი დანიშნულების საექსპორტო ლიცენზიები, რათა არ მიუწვდებოდეთ ხელი იმაზე, რაც სამხედრო მიზნებისთვის შეიძლება გამოიყენონ;
- რამდენიმე დღეში დიდი ბრიტანეთი შეაჩერებს მაღალტექნოლოგიური ნივთებისა და ნავთობგადამამუშავებელი ტექნიკის ექსპორტს;
- იქნება ლიმიტი დეპოზიტებზე, რომლითაც რუსებს შეუძლიათ გაერთიანებული სამეფოს საბანკო ანგარიშებზე ოპერაციები განახორციელონ;
- ჯონსონის თქმით, არსებობს პოტენციალი, რომ რუსეთი ამოიღოს Swift-ის გადახდებიდან და "არაფერია გამორიცხული";
- მსგავსი ფინანსური სანქციები გავრცელდება ბელარუსზეც, მისი როლის გამო უკრაინაზე თავდასხმაში;
- დიდი ბრიტანეთი სააღდგომო არდადეგებამდე წარადგენს ეკონომიკური დანაშაულის კანონპროექტის ნაწილებს.
პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. უკრაინული მედიისა და სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციით, თავდასხმები ხორციელდება არაერთ ქალაქში და იბომბება დასახლებული პუნქტები, მათ შორის კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და მოუწოდა ხალხს, არ აჰყვნენ პანიკას.
სიტუაცია მუდმივად იცვლება. ზელენსკი ამბობს, რომ რუსული საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რადიაციულ ზონაში შევიდნენ. იზრდება დაღუპულთა რიცხვიც — ხერსონის ოლქში დაბომბვის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი და 9 სამხედრო მოსამსახურე. კიევთან ახლოს რუსეთის თავდასხმას კი 7 ადამიანი ემსხვერპლა.
გარდა ამისა, CNN ადგილზე მყოფ ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა საჰაერო-სადესანტო ძალებმა კიევთან ახლოს მდებარე ანტონოვის აეროპორტზე კონტროლი აიღეს.
გაიგეთ მეტი:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები