ევროვიზია 2022-ის მონაწილეები კონკურსიდან რუსეთის მოხსნას ითხოვენ
24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, 2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მონაწილე ქვეყნები და მომღერლები ფესტივალიდან რუსეთის მოხსნას ითხოვენ.
ლატვიის წარმომადგენელმა ჯგუფმა, Citi Zēni-მ, პირდაპირ კონკურსის ორგანიზატორს, ევროპის მაუწყებელთა კავშირს მიმართა თხოვნით, რომ რუსეთის კონკურსზე მონაწილეობის საკითხი გადაიხედოს.
"გვჯერა, რომ ევროვიზია მშვიდობის, გართობისა და სიყვარულისთვის არის", — წერია ჯგუფის განცხადებაში, — "ეს კი სრულიად ეწინააღმდეგება იმ პოლიტიკას, რომელსაც რუსეთის ფედერაციის მმართველი ორგანოები ახორციელებენ. ჩვენი აზრით, არასწორია, მომღერალი მაუწყებელთა კავშირის ერთ ქვეყანაში გაგზავნო, სანამ ჯარი მეორე ქვეყანაშია შეჭრილი".
ჯგუფმა წლევანდელი კონკურსის სხვა ქვეყნებსა და მომღერლებსაც იმავე პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდა.
ამ მოწოდებით ლატვიას მართლაც შეუერთდნენ ევროვიზიის სხვა მონაწილეები. დანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ კონკურსზე რუსეთის მონაწილეობა "არასწორია".
მსგავსი პოზიცია დაიკავა შვედეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც.
"მესმის, რომ ევროვიზიის იდეა აპოლიტიკურია, თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრით ევროპაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ეს ყველა ზღვარს სცდება", — აცხადებს სკანდინავიური ქვეყნის მაუწყებლის გენერალური დირექტორი.
კიდევ ერთი ნორდიკული ქვეყანა, რომელმაც ევროპის მაუწყებელთა კავშირს კონკურსიდან რუსეთის მოხსნისკენ მოუწოდა, ნორვეგიაა. ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა, გიერმუნდ ერიკსენმა, განაცხადა, რომ მათ მკაფიოდ დააფიქსირეს პოზიცია და განვითარებული მოვლენების პასუხად წლევანდელი ევროფესტივალიდან რუსეთის მოხსნა მოითხოვეს.
აგრესორი ქვეყნის მონაწილეობის წინააღმდეგია უკრაინაც. კონკურსიდან ქვეყნის მოხსნასთან ერთად, უკრაინულმა ტელეარხმა მაუწყებელთა კავშირიდან რუსეთის გარიცხვაც მოითხოვა. მათი განცხადებით, "აგრესორი და საერთაშორისო სამართლის დამრღვევი ქვეყნის" მუსიკალურ ფესტივალზე დაშვება "კონკურსის იდეას უთხრის ძირს".
ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვას მხარს უჭერს ნიდერლანდებიც და ქვეყნის მაუწყებელი AVROTROS, რომელიც 2021 წლის ევროვიზიის თანაორგანიზატორი იყო.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროპის მაუწყებელთა კავშირი "ამ დროისთვის" რუსეთის კონკურსიდან მოხსნის საჭიროებას ვერ ხედავს.
"ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არაპოლიტიკური კულტურული ღონისძიებაა. ამის მიუხედავად, ევროპის მაუწყებელთა კავშირი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე წუხს და აქტიურად აგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას", — აცხადებს ორგანიზაცია.
განახლება: 25 თებერვლის 19 საათისთვის მაუწყებელთა კავშირს რუსეთის კონკურსიდან მოხსნის მოთხოვნით ასევე მიმართეს ლიეტუვამ და ისლანდიამ. ფინეთმა და ესტონეთმა კი განაცხადეს, რომ ევროფესტივალზე რუსეთის დაშვების შემთხვევაში ისინი მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
განახლება: ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით, რუსეთი ევროვიზია 2022-დან მოიხსნა.
2022 წლის ევროვიზიაზე უკრაინას ჯგუფი KALUSH ORCHESTRA წარადგენს, სიმღერით Stefania. შიდაშესარჩევი კონკურსის შედეგად, ქვეყნის წარმომადგენლად, თავდაპირველად, ალინა პაში დასახელდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მომღერალი ოკუპირებულ ყირიმში უკანონო გზით იმყოფებოდა, უკრაინამ მონაწილე შეცვალა.
2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს იტალიის ქალაქი ტურინი უმასპინძლებს 10, 12 და 14 მაისს. რიგით 66-ე ევროფესტივალზე საქართველოს ჯგუფი ცირკუს მირკუსი წარადგენს.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები