ყირიმში უკანონოდ მოგზაურობის ბრალდების შემდეგ ევროვიზია 2022-ს უკრაინის წარმომადგენელი გამოეთიშა
2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობაზე უკრაინის წარმომადგენელმა, ალინა პაშმა, უარი თქვა. გადაწყვეტილება შიდაშესარჩევ კონკურსში მისი გამარჯვების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა.
28 წლის მომღერალმა 12 თებერვალს უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებული პროექტის მოგების შედეგად წლევანდელ ევროვიზიაზე ქვეყნის წარდგენის უფლება მოიპოვა. ალინას ტურინში დაგეგმილ ნახევარფინალზე სიმღერა Тіні забутих предків ("დავიწყებული წინაპრების აჩრდილნი") უნდა შეესრულებინა.
თუმცა, პაშის გამარჯვებიდან მალევე გახმაურდა, რომ მომღერალი 2015 წელს ოკუპირებულ ყირიმს ეწვია. რადგან უკრაინის კანონმდებლობა ყირიმში ჩასვლის წესებს მკაცრად განსაზღვრავს — იკრძალება მოგზაურობა რუსეთის გავლით — საქმეზე გამოძიება დაიწყო, პაშს კი სასაზღვრო სამსახურის გაცემული საბუთების წარდგენა მოსთხოვეს. ამავდროულად, შედეგების მიღებამდე მაუწყებელმა კონტრაქტი შეაჩერა.
15 თებერვალს უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, მიკოლა ჩერნოტიცკიმ, გააზიარა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ქვეყნის სასაზღვრო სამსახურს პაშისთვის შესაბამისი საბუთი არ გაუცია. მართალია, გამოძიება გრძელდებოდა, მაგრამ ჩერნოტიცკიმ დასძინა, რომ "მისი აზრით, ევროვიზიაზე უკრაინა თაღლითებმა არ უნდა წარადგინონ".
სანამ მაუწყებელში გამოძიების საბოლოო შედეგს ელოდებოდნენ, ალინამ განაცხადა, რომ თავისი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა "დახმარება გადაწყვიტა" და საჭირო დოკუმენტაციის დროულად მოსაძიებლად "პოტენციურად ყალბი საბუთი" შექმნა. პაშის თქმით, მისთვის ეს სრულიად მიუღებელი იყო, რის გამოც აღნიშნულ პირთან თანამშრომლობას წყვეტდა.
თუმცა, საჭირო დოკუმენტაციის პოვნა სასაზღვრო სამსახურსაც გაუჭირდებოდა, რადგან, როგორც უკრაინული გამოცემა წერს, პაშის მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში არ იძებნება. მიზეზი ისაა, რომ საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია ბაზაში 5 წლის განმავლობაში ინახება, ალინა კი ყირიმში 2015 წელს ჩავიდა.
ყველა ცნობის გათვალისწინებით, ალინა პაშის ევროვიზიაზე მონაწილეობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მაუწყებელს 18 თებერვალს უნდა მიეღო. თუმცა, მომღერალმა 16 თებერვალს ინსტაგრამპოსტით განაცხადა, რომ თავისი სურვილით ეთიშებოდა კონკურსს.
"მე უკრაინის მოქალაქე ვარ და ქვეყნის კანონმდებლობას ვემორჩილები", — წერს პაში, — "ვცდილობ, უკრაინის ტრადიციები და ღირებულებები მსოფლიოს გავაცნო. მე ხელოვანი ვარ და არა პოლიტიკოსი. PR-ის, მენეჯერებისა და ადვოკატების არმია არ მყავს, რომ ამდენ თავდასხმას, მუქარებსა და ზეწოლას გავუმკლავდე. ამ ვირტუალურ ომსა და სიძულვილში ყოფნა აღარ მინდა. მთავარი ომი ახლა გარეთაა, რომელიც ჩემს ქვეყანაში 2014 წლიდან მიმდინარეობს. აღარ მინდა, ამ ბინძურ ისტორიაში ვიყო გათხვრილი. გულდამძიმებული ვხსნი ევროვიზიაზე უკრაინის წარმომადგენლის სტატუსზე ჩემს კანდიდატურას. სამწუხაროდ. ძალიან ვწუხვარ".
ამ დროისთვის, უცნობია, როგორ მოიქცევა უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი — შეარჩევს ახალ კონკურსანტს ევროვიზიისთვის თუ გამოეთიშება მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ევროვიზიის გარშემო მოვლენები ასე პირველად არ განვითარებულა. 2019 წელს უკრაინელი მომღერალი მარუვი, რომელსაც ქვეყანა ევროვიზიაზე უნდა წარედგინა, მაუწყებელმა რუსეთში დაგეგმილი ტურნეს გამო მოხსნა, მოგვიანებით კი, როცა უკრაინის წარდგენაზე ყველა პოტენციურმა კანდიდატმა უარი თქვა, კონკურსსაც გამოეთიშა.
2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს იტალიის ქალაქი ტურინი უმასპინძლებს 10, 12 და 14 მაისს. რიგით 66-ე ევროფესტივალზე საქართველოს ჯგუფი ცირკუს მირკუსი წარადგენს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები