მარიუპოლში აზოვის პოლკი აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მწვანე დერეფნებში ევაკუაცია ისევ ვერ მოხერხდა, რადგან რუსეთმა ცეცხლი გახსნა.

"უნდა გვესმოდეს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის გამო მწვანე დერეფნები უსაფრთხოების გარანტი არ შეიძლება იყოს, რადგან მხოლოდ რუსების ავადმყოფი ტვინი წყვეტს როდის და ვისთან ერთად დაიწყოს დახრჩობა. გუშინდელი სიტუაცია დღესაც გამეორდა და ბოევიკებმა დუმილის რეჟიმის გარეშე ცეცხლი გახსნეს", — აცხადებს აზოვის პოლკი.

BBC-ის ცნობით ინფორმაცია მარიუპოლის საქალაქო საბჭომაც დაადასტურა და განაცხადა, რომ რუსულმა დაბომბვამ შეუძლებელი გახადა მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია.

მარიუპოლში, ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან 21:00 საათამდე სიჩუმის რეჟიმი დაწესდა და დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა. 12:00 საათიდან მშვიდობიანი მოქალაქეების შეთანხმებული მარშრუტით ევაკუაცია დაიწყო.

გუშინ, 5 მარტს მწვანე დერეფნებში ევაკუაცია შეწყდა. უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთმა სამხედრო მოქმედებები არ შეწყვიტა.