უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებმა ვინიცას მახლობლად მდებარე აეროპორტის მიმართულებით 8 რაკეტა ისროლეს, რის შედეგადაც აეროპორტი განადგურდა. ზელენსკიმ უკრაინის თავზე ცის დახურვისკენ დასავლეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"დახურეთ უკრაინის თავზე ცა. ამ ტერორისტებისთვის. გააკეთეთ ჰუმანიტარული ზონა. ჩვენ ადამიანები ვართ და ეს თქვენი მოვალეობაა, რომ ადამიანები დაიცვათ. და ეს შეგიძლიათ. თუ ამას არ აკეთებთ, თვითმფრინავებს არ მოგვაწვდით, რომ საკუთარი თავები თავად დავიცვათ, მაშინ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება — თქვენც გინდათ, რომ ძალიან ნელა დაგვხოცო", — თქვა მან.

დღეს რუსებმა ქალაქ ვინიცას მახლობლად სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინის სპეციალური კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა რაკეტები აეროპორტისა და გავრიშოვკას სამხედრო ნაწილის მიმართულებით ისროლეს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში