პუტინს, რომელიც კაცობრიობას ბირთვული იარაღით ემუქრება, ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს — მეუფე დიმიტრი
პატრიარქის ძმისშვილმა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, დიმიტრი შიოლაშვილმა ქადაგებისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პუტინს, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღით ემუქრება, ქრისტიანულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვს.
"გამოჩნდა ერთი ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება და თავის თავს ის მიიჩნევს ქრისტიანად. მე ვიტყოდი, მას ქრისტიანულ ფასეულობებთან არაფერი საერთო არ აქვს. ის რომ, როდესაც ის მთელი გარკვეული სიამოვნებით მთელ მსოფლიოს უცხადებს და ეუბნება, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, მე თუ ეს ჩემი ბირთვული იარაღი გამოვიყენეო, იმას არაფერი არ აქვს ქრისტიანობასთან საერთო. ის ემუქრება ჩვენს ქვეყანას, ის ემუქრება შენს ქვეყანას, ის ემუქრება ჩვენს შვილებს, თქვენს შვილებსა და კაცობრიობას", — ამბობს ის.
შიოლაშვილის თქმით, რუს მღვდელმთავრებს შეტყობინებები გაუგზავნა, რომ მათ უნდა შეაჩერონ და ამხილონ ბოროტმოქმედი, რადგან ის დაღუპავს რუსეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამბობს, რომ მათთან ურთიერთობა გაუჭირდება. მეუფე აღნიშნავს, რომ რუსი მღვდელმთავრებისგან პასუხი არ მიუღია და ეს მოსალოდნელიც იყო.
"ყოველდღიურად ვხედავთ საშინელებას, როგორ ინგრევა, როგორ ნადგურდება, როგორ იხოცება უამრავი ადამიანი, ბავშვები, ქალები, კაცები. მე ჩემს ზოგიერთ თანაკურსელს, მღვდელმთავრებს რუსეთში გავუგზავნე ასეთი შეტყობინება — თქვენ უნდა შეაჩეროთ ეს ბოროტმოქმედი, უნდა შეაჩეროთ თქვენ და ამხილოთ, რადგან ის დაღუპავს რუსეთს, თუ უკვე არ დაღუპა, უკიდურეს შემთხვევაში, მე გამიჭირდება თქვენთან ურთიერთობა. სამწუხაროდ, მათგან არანაირი პასუხი არ არის და ეს მოსალოდნელიც იყო.
მე მაქვს თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა ჩემს უამრავ მეგობართან, კურსელებთან უკრაინაში, ჩვენ ყოველდღიურად თვალცრემლიანები ვემშვიდობებით ერთმანეთს. განადგურებულია ზოგიერთი ეპარქია, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ყოველივე ამას. ძალიან გულნატკენები არიან, მე მხედველობაში მყავს ნაწილი რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში, თავიანთ პატრიარქზე, რომელმაც, გარკვეულწილად, გაამართლა და ამ ბოროტმოქმედებას, რაც უკრაინაში ხდება, უწოდა რუსეთის ინტერესების დაცვა", — თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ პატრიარქმა ილია მეორემ, რომელიც დიმიტრი შიოლაშვილის ბიძაა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ არაერთი განცხადება გააკეთა, თუმცა მას არცერთხელ უხსენებია რუსეთის აგრესია.
თავდაპირველად, ილია მეორემ Twitter-ზე დაწერა, რომ თუ საომარი მოქმედებები უკრაინაში რაც შეიძლება მალე არ შეწყდება, ეს მსოფლიო ტრაგედიად გადაიქცევა. ამ დღესვე საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთი ნახსენები კვლავ არ ყოფილა. ისინი წერდნენ, რომ განვითარებული მოვლენები სერიოზული სისხლისღვრის საფრთხეს შეიცავს, თუმცა ვითარების დარეგულირების შესაძლებლობა კიდევ არის.
ამის შემდეგ პატრიარქმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კიდევ ორჯერ განაცხადა, თუმცა რუსეთი არც ამ მაშინ უხსენებია. 6 მარტს ილია მეორემ ქადაგებისას რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და თქვა, რომ "ზოგიერთ ქვეყანაში ომია", რაზეც წუხან, თუმცა ცდილობენ, მასში მონაწილეობა არ მიიღონ.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები