უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ISIS-ის 16 000 ყოფილ მებრძოლს ქირაობს. მისი თქმით, ოკუპანტი ქვეყანა უკრაინაში "სირიული სცენარის" განხორციელებას ცდილობს.

"რუსულმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის მინისტრმა შოიგუმ, უკრაინის წინააღმდეგ ISIS-ის 16 000 ყოფილი მებრძოლის ნაჩქარევად აყვანა დააანონსეს. ISIS-ის დაქირავება და ქიმიურ იარაღზე რუსული პროპაგანდის ბრალდებები უკრაინაში "სირიული სცენარის" განხორციელების მცდელობებს მოწმობს", — წერს ის Twitter-ზე.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეო მიმართვაში სირიიდან დაქირავებულ მებრძოლებს შეახსენა, რომ რუსები მათ ქვეყანასაც ანგრევდნენ ისე, როგორც ანგრევენ მარიუპოლს, ხარკოვს, შერნიგოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებს.

მისი თქმით, ასე ექცევა რუსეთი რუსულ ენოვან მოსახლეობას — არტირელია, ბომბები და ახლა სირიელი დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც ვერ არჩევენ, ვინ რომელ ენაზე საუბრობს და უბრალოდ სხვის მიწაზე ადამიანების დასახოცად მიდიან.

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში "მოხალისეებსაც" აგზავნის. საუბარია მებრძოლებზე ახლო აღმოსავლეთიდან, რომელთა "სურვილზეც" თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ისაუბრა. მისი მტკიცებით, 16 ათასზე მეტ ადამიანს სურს დე ფაქტო ლუგანსკისა და დონეცკისთვის ბრძოლა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში