დეპუტატისა და პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, უკრაინაში პირველი საბრძოლო დავალება შეასრულეს, რომელიც წარმატებული იყო. ის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ქართველების ჯგუფს "ერთი ნაკაწრი" არ აქვს.

"პირველი საბრძოლო დავალება შესრულებულია! დეტალები ჯერ არ ითქმის, მაგრამ ოპერაცია წარმატებული იყო. ქართველების ჯგუფს ერთი ნაკაწრი არ გვაქვს, ოკუპანტებიდან კიდევ ბევრი გაუყვა საიქიოს გზას. მოკლედ ვიომეთ რამდენიმე დღე, დავბრუნდით და ხელახლა მოვიკრებთ ძალას. ბრძოლა გამარჯვებამდეა", — წერს ელისაშვილი Facebook-ზე.

ფოტო: ალეკო ელისაშვილი / Facebook

ფოტო: ალეკო ელისაშვილი / Facebook

ალეკო ელისაშვილმა 13 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბრძოლველად უკრაინაში ჩავიდა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში