უილ სმიტი ოსკარის დაჯილდოებას მომდევნო 10 წელი ვეღარ დაესწრება
ოსკაროსანი მსახიობი უილ სმიტი ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრებას მომდევნო 10 წელი ვეღარ შეძლებს. გადაწყვეტილება აკადემიის საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე კვირის წინ, ოსკარის 94-ე დაჯილდოების ცერემონიაზე სმიტმა ნომინაციის წარმდგენ კრის როკს ხელი დაარტყა.
"საბჭოს გადაწყვეტილებით, 2022 წლის 8 აპრილიდან მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ბატონი სმიტი არ დაიშვება აკადემიის ორგანიზებულ არცერთ ღონისძიებაზე, იქნება ეს ფიზიკურ სივრცეში თუ ვირტუალურად", — აცხადებენ კინოაკადემიის პრეზიდენტი, დევიდ რუბინი და აღმასრულებელი დირექტორი, დონ ჰადსონი.
"ვიღებ და პატივს ვცემ აკადემიის გადაწყვეტილებას", — თქვა მსახიობმა სიახლის შეტყობის შემდეგ.
როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ ლოს-ანჯელესში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. შეხვედრა 18 აპრილს იყო ჩანიშნული, თუმცა, დაჩქარდა, მას შემდეგ, რაც სმიტმა კინოაკადემია დატოვა.
"მე კინოაკადემიის ნდობას ვუღალატე და ჩემი საქციელის გამო ნებისმიერი შედეგისთვის მზად ვარ. ჩემი ქმედება ოსკარის რიგით 94-ე დაჯილდოებაზე შოკისმომგვრელი, მტკივნეული და უპატიებელი იყო. იმ ადამიანების სია, რომლებსაც ამ ქმედებით ზიანი მივაყენე, საკმაოდ გრძელია. კრისის, მისი ოჯახის, ჩემი ძვირფასი მეგობრების, საყვარელი ადამიანებისა და დაჯილდოების მაყურებლის მიმართ დანაშაული ჩავიდინე", — განაცხადა სმიტმა.
მსახიობმა ასევე ბოდიში მოუხადა ოსკარის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს, რადგან მისი აზრით, ამ ადამიანებს თავიანთი წარმატების აღნიშვნაში ხელი შეუშალა და აღნიშნა, რომ გული ძალიან სწყდება.
2022 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 27 მარტს გაიმართა, ნომინაციის გამომცხადებელმა კრის როკმა სმიტის ცოლზე, ჯეიდა პინკეტზე, იხუმრა, რის გამოც უილი სცენაზე აიჭრა და მას ხელი გაარტყა.
მოგვიანებით, ამავე საღამოს, უილ სმიტს კაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარის ჯილდო გადაეცა. სამადლობელ სიტყვაში მსახიობმა ინციდენტის გამო ბოდიში მოუხადა ჯერ კინოაკადემიას, შემდეგ კი — კრის როკსაც. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა სმიტის წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები