აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის განცხადებით, აზოვსტალიდან 20 მშვიდობიანი მოქალაქე გაიყვანეს წინასწარ შეთანხმებულ შეხვედრის ადგილამდე. ის იმედოვნებს, რომ მოქალაქეები ზაპოროჟიემდე უვნებლად მივლენ.

"06.00 საათიდან ველოდით ევაკუაციის დაწყებას, რომელიც მხოლოდ 18.25 საათზე მოვიდა. საღამოს 19:40 საათისთვის შეთანხმებულ ადგილზე გადავიყვანეთ 20 მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ნანგრევებიდან გამოვიყვანეთ. ესენი არიან ქალები და ბავშვები. ვიმედოვნებთ, რომ ეს ადამიანები შეთანხმებული მიმართულებით, კერძოდ ზაპოროჟიეში წავლენ.

რაც შეეხება დაჭრილებს. ეს ის ხალხია, ვისაც ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, მაგრამ არ ვიცით, რატომ არ გაჰყავთ", — აცხადებს ის.

პალამარის თქმით, ითხოვს გარანტირებული იყოს არ მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეების, არამედ დაჭრილი სამხედროების ევაკუაციაც.

მან ასევე ისაუბრა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 06.00 საათიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მხოლოდ 11 საათზე შეჩერდა თავდასხმა.

მარიუპოლი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ალყაშია. რუსული დაბომბვების გამო განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა და დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. დიდი ხნის განმავლობაში, საოკუპაციო ძალები აბრკოლებდნენ მწვანე დერეფნების მუშაობას და ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას.

დღეს ცნობილი გახდა, მარიუპოლში გაეროს წარმომადგენლები ჩავიდნენ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზოვსტალიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე.

რაც შეეხებათ სამხედროებს, ისიცი დანებებას და იარაყის დაყრას არ აპირებენ. 20 აპრილს მარიუპოლის მცველებმა მსოფლიოს მოუწოდეს, აზოვსტალიდან გაიყვანონ მესამე ქვეყანაში ყველა, ვინც სამხედრო გარნიზონშია.