უკრაინსკა პრავდა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფრომაციას, რომ რუსი სამხედროები აზოვსტალის ქარხანაში შეიჭრნენ.

მათივე ცნობით, უკრაინელ მებრძოლებთან კავშირი ვერ მყარდება.

დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ აზოვსტალის ქარხანაში დარჩენილი უკრაინული ძალები "საიმედოდ არიან ბლოკირებულები".

პირველ მაისს აზოვსტარლიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ტერიტორიიდან გაიყვანეს 100-მდე ადამიანი. თუმცა ქარხანაში კვლავ რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ასევე სამხედროები, რომლებიც დანაბებას და იარაღის დაყრას არ აპირებენ.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე რჩება ბლოკირებული აზოვსტალში მარიუპოლის მცველებთან ერთად.

20 აპრილს მარიუპოლის მცველებმა მსოფლიოს მოუწოდეს, აზოვსტალიდან გაიყვანონ მესამე ქვეყანაში ყველა, ვინც სამხედრო გარნიზონშია.

21 აპრილს, მას შემდეგ, რაც სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს უთხრა, თითქოს მარიუპოლი აიღეს და მხოლოდ აზოვსტალის ინდუსტრიული ზონის შტურმიღა რჩებოდათ, პუტინმა ეს გეგმა დაიწუნა. მან ბლოკადის გაგრძელება მოითხოვა და ამტკიცებდა, ვითომ ეს რუსი ჯარისკაცების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის გამო გადაწყვიტა.