ევროკავშირმა ისრაელთან და ეგვიპტესთან გაზის ექსპორტზე შეთანხმებას მოაწერა ხელი — რა ვიცით

ფოტო: Pixabay / Pexels
შეთანხმება ისრაელიდან ეგვიპტეში ბუნებრივი აირის ექსპორტს მნიშვნელოვნად გაზრდის. ეგვიპტიდან კი გაზი ევროპის ქვეყნებს მიეწოდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირი გეგმავს, რუსულ გაზზე დამოკიდებულება მაქსიმალურად შეამციროს.
- მარტში ევროკავშირმა პირობა დადო, რომ მომავალ წლამდე რუსული გაზის მოხმარებას 2/3-ით შეამცირებდა.
- ევროკავშირის მიერ რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საერთო ხვედრითი წილი 40%-ია. თუმცა, ევროპის ქვეყნებს შორის რუსულ გაზზე დამოკიდებულების მაჩვენებლები განსხვავებულია.
- ევროკავშირის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბლოკის დამოკიდებულება რუსულ გაზზე მოსკოვს საშუალებას აძლევს ის შანტაჟისთვის გამოიყენოს.
დეტალები: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯია ევროპისთვის ენერგომომარაგებაში. ასევე იმისთვის რომ ეგვიპტე გახდეს რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრი.
- ისრაელს გაზის მარაგი მინიმუმ ტრილიონი კუბური მეტრია.
- განიხილება ევროპისკენ გაზის მიწოდების ორი მარშრუტი — ეგვიპტის მარშრუტი ერთი ვარიანტია, ხოლო დაგეგმილი მილსადენი თურქეთის გავლით მეორე ვარიანტია.
არქივიდან: რუსეთმა "არამეგობრული" ქვეყნებისგან ენერგორესურსების საფასურის რუბლში გადახდა მოითხოვა — უარის გამო კი, ფინეთს, ბულგარეთსა და პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.
- საპასუხოდ პოლონეთი და ბულგარეთი სამართლებრივ ნაბიჯებს განიხილავენ.
- გერმანიამ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პირველი მცურავი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
- ევროკავშირმა უკვე მიიღო სანქციების მე-6 პაკეტი, რომელიც რუსულ ნავთობს ნაწილობრივ შეეხო.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები