ამჯერად რაში ადანაშაულებს "ოცნების" ხელისუფლება არახამიას

ფოტო: საქართველოს მთავრობა
ევროკომისიის დასკვნაზე კრიტიკის ფონზე პრემიერმინისტრი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელს ადანაშაულებს იმაში, თითქოს ის დასავლელ პარტნიორებს დაჟინებით სთხოვდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.
დეტალები: ღარიბაშვილის მტკიცებით, "ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მხრიდან იცის", რომ დავით არახამიამ, ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, "პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენა ევროპას, თუ საქართველო სტატუსს მიიღებდა, გულდაწყვეტილები დარჩებოდნენ".
რატომ არის მნიშვნელოვანი: იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიის კრიტიკულ დასკვნაზე პასუხისმგებლობა აიღოს და დაკისრებული მოთხოვნების შესრულებაზე დაიწყოს მუშაობა, ისინი შექმნილ სიტუაციაში ოპონენტების დადანაშულებას ცდილობენ.
- მაშინ, როდესაც დოკუმენტში სხვა მოთხოვნებთან ერთად ცალსახადაა გაწერილი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, ღარიბაშვილი პარლამენტში ოპოზიციასა და არახამიას ქვეყნის საზიანო ქმედებებში ადანაშულებს, რითაც პოლარიზაციას აღრმავებს.
არქივიდან: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დავით არახამია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თავდასხმის სამიზნე გახდა კრიტიკული განცხადებების გამო.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები