Amnesty International-მა რუსეთის მიერ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვა ომის დანაშაულად აღიარა

ფოტო: REUTERS
ორგანიზაციამ შეაგროვა მტკიცებულებები და დაასკვნა, რომ 2022 წლის 16 მარტს მარიუპოლის დრამატულ თეატრს რუსეთმა დაარტყა — ჩამოაგდო ორი 500 კგ-იანი ბომბი.
რატომ არის მნიშვნელოვანი: AP-ის გამოძიებით, თავდასხმას 600 ადამიანი ემსხვერპლა.
- Amnesty International-ის გამოძიების მიხედვით, რუსმა სამხედროებმა მიზანმიმართულად გაანადგურეს თეატრი, ირადგან იცოდნენ, რომ იქ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა.
დეტალები: Amnesty International-მა მტკიცებულებები 16 მარტიდან 21 ივნისამდე პერიოდში შეკრიბა და გააანალიზა.
- გამოკითხა 53 პირი, მათგან 28 შემთხვევის დროს, უშუალოდ იმყოფებოდა თეატრში.
- Amnesty International-მა ასევე გააანალიზა სატელიტური გამოსახულება და რადარის მონაცემები თავდასხმის წინ და შემდეგ, გადარჩენილების და მოწმეების მიერ მოწოდებული ფოტო-ვიდეო მასალა, თეატრის არქიტექტურული გეგმების ორი კომპლექტი.
აქამდე, Amnesty International-მა ხარკოვში ჩადენილ ომის დანაშაულებებზე ისაუბრა.
- აცხადებდა, რომ რუსეთი უკრაინაში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს არღვევს.
არქივიდან: მარიუპოლის დრამატული თეატრის ორივე მხარეს დიდი ასოებით რუსულად ეწერა "ბავშვები", თუმცა ოკუპანტებმა შენობა მაინც დაბომბეს.

ფოტო: REUTERS
- შენობაში 1000-დან 1200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს.
- იტალიის კულტურის მინისტრის განცხადებით, მზად არიან, რომ მარიუპოლის თეატრი აღადგინონ. მისი თქმით, ყველა ქვეყნის თეატრი კაცობრიობის მსოფლიო მემკვიდრეობას ეკუთვნის.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები