ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, ვაგნერის დაჯგუფება 58-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა სრულად გაანადგურეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს მსოფლიოს სხვადასხვა ბრძოლაში იყენებს. დასავლეთმა ვაგნერის დაჯგუფებას სანქციებიც დაუწესა.

  • ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი ვაგნერის დაჯგუფებას ფრონტის ხაზის გასაძლიერებლად იყენებდა.
  • დაზვერვის ინფორმაციით, ვაგნერის დაჯგუფებამ ცენტრალური როლი შეასრულა უკრაინაში ბოლოდროინელ საბრძოლო მოქმედებებში — ლუგანსკის ოლქის ქალაქების, ლისიჩანსკისა და პოპასნას აღებაში.

დეტალები: 58-ე ბრიგადამ გაავრცელა ფოტოები, რომელზეც, მათი თქმით, ვაგნერის მებრძოლების სამხედრო ბეჯია გამოსახული.

  • ერთ-ერთ მათგანზე წერია — "ჩვენი ბიზნესია სიკვდილი და ბიზნესი კარგად მიდის".
  • "მტერს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ აქ მხოლოდ სიკვდილი ელის დაუპატიჟებელ სტუმრებს", — წერს ბრიგადა.