პელოსის თქმით, ტაივანში ვიზიტის მიზანი აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატულებაა

ფოტო: ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ნენსი პელოსი არის პირველი სპიკერი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანში ჩავიდა.
- ჩინეთი ტაივანს, რომელიც თვითმმართველი დემოკრატიაა, საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
- ჩინეთი აშშ-ის ოფიციალური პირების ტაივანში ვიზიტს განიხილავს, როგორც კუნძულის დამოუკიდებლობის მომხრე ბანაკისთვის წამახალისებელი სიგნალის გაგზავნას.
დეტალები: პელოსის თქმით, ამერიკის სოლიდარობა ტაივანის 23 მილიონ ადამიანთან დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
- საუბრობს, რომ მისი ვიზიტი "არანაირად არ ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ხანგრძლივ პოლიტიკას".
- "ჩვენი ვიზიტი ტაივანში კონგრესის რამდენიმე დელეგაციადან ერთ-ერთია და ის არანაირად არ ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების გრძელვადიან პოლიტიკას".
- "შეერთებული შტატები კვლავ ეწინააღმდეგება ცალმხრივ მცდელობებს სტატუს კვოს შესაცვლელად".
BBC-ს ცნობით, სასტუმროს გარეთ, სადაც პელოსი იმყოფება, მცირე პროტესტი იმართება პეკინის პოლიტიკის მომხრე ჯგუფის მიერ, რომელიც ეწინააღმდეგება მის ვიზიტს.
- "წადი სახლში" — წერია ბანერებზე.
- პელოსი ხვალ დილით შეხვდება ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინგვენს, ტაივანის პარლამენტში წასვლამდე.
რა ხდებოდა მანამდე: ჩინეთმა გააფრთხილა ბაიდენის ადმინისტრაცია, რომ თუ დაგეგმილი ვიზიტი შესრულდებოდა, სახალხო განმათავისუფლებელი არმია ზომებს მიიღებდა.
- აშშ-ის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა, რომ პენტაგონი არ უჭერს მხარს პელოსის იდეას და თავდაცვის უწყება ტაივანში აშშ-ის ოფიციალური პირების ჩასვლის წინააღმდეგია.
- სახელმწიფო მდივანმა კი აღნიშნა, რომ შედგება თუ არა ვიზიტი, სპიკერის გადასაწყვეტია.
- აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის თქმით, ჩინეთმა "ძალიან ფრთხილად უნდა იფიქროს" სიტუაციის ესკალაციაზე — მანვე აღნიშნა, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს თავისი ინტერესების დასაცავად.
- მაგრამ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ გაიმეორა პრეზიდენტ სი ძინპინის გაფრთხილება, რომელიც მან ჯო ბაიდენთს გასულ კვირას უთხრა — ვაშინგტონმა არ უნდა "ითამაშოს ცეცხლთან".
რატომ წავიდოდა პელოსი: ეს კითხვა ბევრს გაუჩნდა იმის ფონზე, რომ ვიზიტი დაძაბულობას იწვევს.
- როგორც CNN წერს, ვიზიტის მომხრეებს შორის უჩვეულოდ ბევრი რესპუბლიკელია და ისინი ამბობენ, რომ სპიკერისთვის მნიშვნელოვანია ტაივანისადმი მხარდაჭერა გამოხატოს და ხაზი გაუსვას, რომ ვაშინგტონი სერიოზულად არის განწყობილი იურიდიული ვალდებულების მიმართ.
- პელოსი ასევე პეკინის პოლიტიკის აქტიური კრიტიკოსი და დემოკრატიის სიმბოლოა — ცხოვრების წესის, რომელიც შენარჩუნებასაც სასოწარკვეთილად ცდილობენ ჩინეთის ავტორიტარული რეჟიმის ქვეშ.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები