გაერო მხარეებს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან სამხედროები გაიყვანონ

ფოტო: Maxim Shemetov / Pool via AP
გაეროს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ის სერიოზულად შეშფოთებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარებით.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ზაპოროჟიეს ობიექტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გასულ კვირას დაბომბეს, ამაში რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ.
- უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს და იქიდან ახორციელებენ თავდასხმებს, რადგან იცოდა, რომ კიევი იქ საპასუხო თავდასხმას არ განახორციელებდა.
- ევროპაში ყველაზე დიდი ატომურ ელექტროსადგურს მარტის დასაწყისიდან ოკუპანტები აკონტროლებენ, თუმცა მას კვლავ უკრაინელი ტექნიკოსები მართავენ.
- რუსეთი ობიექტს ბირთვულ ფარად იყენებს.
გაროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების შესახებ, შესაძლოა, ვითარება კატასტროფამდე მიგვიყვანოს.
- მან, ასევე, მოუწოდა ჩართულ მხარეებს, რომ სამხედროები გაიყვანონ ქარხნიდან.
G7-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეშფოთებული არიან ბირთვული ელექტროსადგურის უსაფრთხოების გამო.
- მათი თქმით, რუსეთის ქმედებები ძირს უთხრის საერთაშორისო ატომური სააგენტოს შესაძლებლობას, მონიტორინგი გაუწიოს უკრაინაში ბირთვული საქმიანობის უსაფრთხოებას.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები