რუსეთმა გაეროს გეგმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის შესახებ უარყო

ფოტო: Russian Defence Ministry/Reuters
როგორც Reuters წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ გეგმას მიუღებელი უწოდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპაში ყველაზე დიდი ატომურ ელექტროსადგურს მარტის დასაწყისიდან ოკუპანტები აკონტროლებენ, თუმცა მას კვლავ უკრაინელი ტექნიკოსები მართავენ. ობიექტი არაერთხელ დაიბომბა, რაც საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.
- რუსეთი ობიექტს ბირთვულ ფარად იყენებს. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს და იქიდან ახორციელებენ თავდასხმებს, რადგან იცოდა, რომ კიევი იქ საპასუხო თავდასხმას არ განახორციელებდა.
დეტალები: გაერო მხარეებს მოუწოდა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან სამხედროები გაეყვანათ.
- რუსეთის საგარეოს წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ეს ობიექტს "უფრო დაუცველს" გახდის.
უკრაინის სამხედრო დაზვერვა თვლის, რომ რუსეთი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე "პროვოკაციას" გეგმავს.
- "ოკუპანტებმა გამოაცხადეს მოულოდნელი „დასვენების დღე“ ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე", — წერს უკრაინის დაზვერვა Twitter-ზე.
გარდა ამისა, უკრაინული მედია Unian აქვეყნებს ექსპერტების მიერ შექმნილ მოდელს, რომელშიც 15-დან 18 აგვისტომდე ამინდია გათვალისწინებული და ნაჩვენებია, თუ როგორ გავრცელდება რადიოაქტიური მინარევები ელექტროსადგურის დაზიანების შემთხვევაში.
არქივიდან: G7 რუსეთს მოუწოდებს, უკრაინას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაუბრუნოს.
- Amnesty international-ის განცხადებით, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები