ზელენსკის, ერდოღანის და გუტერეშის შეხვედრა დასრულდა — რა გავიგეთ
სამმხრივი მოლაპარაკებები უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებსა და გაეროს გენერალურ მდივანს შორის უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლვოვში გაიმართა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს ომის შემდეგ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირველი ვიზიტია უკრაინაში. 5 აგვისტოს კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა სოჭში.
- მათ უნდა განეხილათ ისეთი საკითხები, როგორიცაა მარცვლეული, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარება და სხვა არაერთი საკითხი.
დეტალები: შეხვედრა პოტოცკის სასახლეში პრესისთვის დახურული იყო და 40 წუთს გაგრძელდა.
- შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MİT) ხელმძღვანელი
- სამმხრივი ფორმატის გარდა ზელენსკი ერდოღანსა და გუტერეშს ცალ-ცალკეც შეხვდა.
- რა თქვეს ერდოღანმა და გუტერეშმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.
ერდოღანის თქმით, სამეულმა განიხილა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გზები.
- მან თქვა, რომ ასევე განიხილეს სამხედრო ტყვეების გაცვლა უკრაინასა და რუსეთს შორის და რომ მოგვიანებით ის ამ საკითხს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დააყენებს.
ერდორანისა და ზელენსკის შეხვედრა: უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი უკრაინაში მხარდაჭერის მძლავრი გზავნილია ასეთი ძლიერი ქვეყნისგან.
- მისი თქმით, ერდოღანთან განიხილა მარცვლეულის ინიციატივის გაუმჯობესების შესაძლებლობა, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ვითარება და ოკუპანტების ბირთვული შანტაჟი, რუსეთის მიერ მარცვლეულის ფართომასშტაბიანი ქურდობა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
- ზელენსკი აღნიშნავს, რომ საუბარი ასევე შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.
- "დარწმუნებული ვარ, უკრაინასა და თურქეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება ორივე მხარეს გააძლიერებს".
- შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თურქეთი ომის შემდგომ უკრაინის რეკონსტრუქციაში მიიღებს მონაწილეობას.
გუტეტეშისა და ზელენსკის შეხვედრა: უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანტან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ გაერომ უნდა უზრუნველყოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება, მისი დემილიტარიზაცია და სრული განთავისუფლება რუსული ჯარებისაგან.
- უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას შეთანხმდნენ გააგრძელონ მარცვლეულის ინიციატივის განხორციელების კოორდინაცია.
- ასევე გენიხილეს უკრაინელების უკანონო და იძულებითი დეპორტაცა, სამხედრო მოსამსახურეებისა და მედიკოსების ტყვეობიდან გათავისუფლების საკითხი.
- "განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის ბირთვული შანტაჟის თემას".
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
კომენტარები