ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 18 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში ISFED არ მიიწვია.

  • მათი განცხადებით, პროცესში მხოლოდ იმ ორგანიზაციებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, რომლებიც "ნეიტრალიტეტს" ინარჩუნებენ;
  • ეს საიას თავმჯდომარემ ერთპარტიულ, დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებად შეაფასა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ პროცესებთან.

დეტალები: ევროკავშირის საელჩო აღნიშნავს, რომ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს, მათ შორის, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით.

  • "#10 პრიორიტეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით შეესაბამება პარლამენტში მიმდინარე მუშაობას", — აღნიშნულია განცხადებაში.

რას ამბობს ISFED: მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებას სამართლიანი არჩევნებიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ დემარშია.

  • ორგანიზაციამ მიუთითა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, სამუშაო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა თავად დასავლელი პარტნიორების რეკომენდაცია იყო.