FSB-მ განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობის დაგეგმვაში ნატალია ვოვკთან ერთად ბოგდან ციგანენკო მონაწილეობდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: FSB-მ 22 აგვისტოს განაცხადა, რომ დუგინას საქმე გახსნეს და მკვლელობას უკრაინის სპეცსამსახურებს აბრალებს. ისინი ამბობენ, რომ ქალი, რომელმაც დუგინა მოკლა, აზოვსტალის ბატალიონის წევრია.

  • მოგვიანებით აზოვის ბატალიონმა თქვა, რომ ქალს, რომელსაც FSB დუგინას მკვლელობაში ადანაშაულებს, მათთან კავშირი არ აქვს.

დეტალები: FSB-ს მტკიცებით, ციგანენკო რუსეთში 2022 წლის 30 ივლისს ესტონეთის გავლით ჩავიდა, ხოლო ქვეყანა დუგინას აფეთქებამდე ერთი დღით ადრე დატოვა.

  • მათი თქმით, ციგანენკომ ვოვკს ყალბი სანომრე ნიშნები და დოკუმენტები მისცა, ასევე, დაეხმარა მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთში ნაქირავებ ავტოფარეხში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობაში.

ვინ არის დარია დუგინა: ის პუტინის მთავარი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილია და ბოლო წლებში მამის ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრედ მიიჩნეოდა.

  • არაერთხელ გამოჩნდა რუსულ სამთავრობო მედიაში, სადაც პროსახელისუფლებო შეხედულებებს ავრცელებდა, აკრიტიკებდა დასავლეთს და უკრაინაში შეჭრას უჭერდა მხარს.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება მსოფლიოში.