უკრაინას ხარკოვის მიმართულებით წინსვლა აქვს — რა ვიცით

ფოტო: GENERAL STAFF
ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) თანახმად, უკრაინის არმიამ სამხრეთ-აღმოსავლეთში ხარკოვის ოლქის მიმართულებით ეფექტიანი კონტრშეტევისთვის, რუსეთის ჯარების დისლოკაციით და მათი სამხრეთში გადაყვანით ისარგებლა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 29 აგვისტოს სამხრეთის მიმართულებით უკრაინა შეტევაზე გადავიდა. ამ დრომდე, უკრაინა ძირითადად სამხრეთით, ხერსონის ოლქის მიმართულებით უტევდა ოკუპანტებს, სადაც გარკვეული წინსვლაც აქვთ.
- უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფრონტის ხაზი ამჟამად 2,5 ათას კმ-ზეა გადაჭიმული, აქედან 1,3 ათას კილომეტრზე აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
დეტალები: როგორც ISW-ს ანგარიშშია ნათქვამი, უკრაინელმა სამხედროებმა, ხარკოვის მიმართულებით კონტრშეტევისთვის ტაქტიკური მოულოდნელობა გამოიყენეს.
- ISW აღნიშნავს, რომ უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეის რაიონში წინ დაახლოებით 20 კილომეტრით წაიწიეს.
- ცენტრის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დაიბრუნეს დაახლოებით 400 კმ² ტერიტორია.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშზე 7 სექტემბერს ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
- უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჯერ არ არის იმ დასახლებული პუნქტების დასახელებისთვის დრო, სადაც უკრაინის დროშა ბრუნდება.
ამასთან ხარკოვის ოლქის ე.წ. ადმინისტრაცია ადასტურებენ უკრაინის არმიის თავდასხმებს. ინფორმაციას კრემლისტური მედია ტასს ავრცელებს.
- ე.წ. სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროების სარაკეტო დარტყმების გამო, იძულებული არიან ქალების და ბავშვების ევაკუაცია განახორციელონ იზიუმის და კუპიანსკის რაიონებიდან.
გარდა ამისა, უკრაინა სამხრეთის, ხერსონის ოლქის მიმართულებითაც განაგრძობს კონტრშეტევას.
- ISW უკრაინულ და რუსულ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ 7 სექტემბერს ხერსონის რეგიონში ორი ძირითადი მიმართულებითა იყო აქტივობა — ხერსონის რეგიონის ჩრდილოეთით დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვრის სამხრეთით და ხერსონის ოლქის დასავლეთით საზღვრის გასწვრივ.
- ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, უკრაინის არმიამ, სავარაუდოდ, გაანადგურა დარივკასთან მდებარე პონტონის სამხედრო ხიდი, რომელიც რუსებმა უახლოესი ხიდის დაზიანების შემდეგ მოაწყვეს.
- უწყება აღნიშნავს, რომ დარივკას გადასასვლელი დნეპრის გასწვრივ რუსეთის არმიის ჩრდილოეთ და სამხრეთ სექტორების დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი გზაა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვანახეთ: NASA-ზონდმა უჩვეულო ფორმის ასტეროიდი ახლოდან გადაიღო ნახეთ: NASA-ზონდმა უჩვეულო ფორმის ასტეროიდი ახლოდან გადაიღო
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები